ედიშერ გვენეტაძე სააკაშვილისა და ზურაბიშვილზე: თავიდანვე იყო ცნობილი მათი პოლიტგადაკვარაჭინებისა, ახლა უბრალოდ თავისი ენითვე დაადასტურეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
498 09 თებერვალი 2024, 18:21
თავიდანვე იყო ცნობილი ამათი პოლიტგადაკვარაჭინებისა, ახლა უბრალოდ თავისი ენითვე დაადასტურეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ   „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის ღია ალიანსია და რომ სააკაშვილმა თავისი განცხადებით პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.

„დიახ, ცამდე მართალია ბნი ირაკლი!
მართალი!
მაგრამ სხვანაირად ვერც იქნებოდა!
ვინაიდან სახარებისეულია: "არაფერი არ არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდებისო!"
თავიდანვე იყო ცნობილი!
ამათი პოლიტგადახკვარაჭინებისა!
ახლა უბრალოდ თავისი ენითვე დაადასტურეს!
ჰო, ზოგი იტყვის შაითანებიაო(ეშმაკებიო)!
კი არიან ვინ თქვა არ არიან, მაგრამ ისე არიან გაკოტრებულნი!
გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ. მაინც კოლექტიური ნატა ფერაძეები-სააკაშვილისანები არიან!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი