თამთა მეგრელიშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის ანონსზე: სიუჟეტის ავტორმა დაჭრა მამუკა მდინარაძის ინტერვიუ და ანონსში გაიტანა გზავნილი, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
611 10 თებერვალი 2024, 15:41

ყველაფრის კადრება არ შეიძლება, ჟურნალისტური უზნეობაა როცა ინტერვიუს სათქვენოდ ჭრით და კერავთ და სიუჟეტში შეცვლილი შინაარსით გაგაქვთ და საკუთარ მაყურებელს ატყუებთ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ანონსს, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის შესახებ.

მეგრელიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ამომწურავად პასუხობს აღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვებს.

„პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს.

მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ, რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება. მიუხედავად ამისა, სიუჟეტის ავტორმა დაჭრა მამუკა მდინარაძის ინტერვიუ და ანონსში გაიტანა შემდეგი შინაარსის გზავნილი თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა, ამის შესახებ არაფერი იციან მმართველი გუნდის წევრებმა, საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს და შესაძლოა საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან.

საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, სადაც მამუკა მდინარაძე ამომწურავად და დიდი მოთმინებით პასუხობს პროვოკაციულ კითხვებზე.

ყველაფრის კადრება არ შეიძლება, ჟურნალისტური უზნეობაა როცა ინტერვიუს სათქვენოდ ჭრით და კერავთ და სიუჟეტში შეცვლილი შინაარსით გაგაქვთ და საკუთარ მაყურებელს ატყუებთ.

იხილეთ თანდართული ვიდეო სრულად რათა გაიგოთ რა განსხვავებაა რეალურად ნათქვამსა და დაკვეთილ, საგანგებოდ გამზადებულ შინაარს შორის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი