გია აბაშიძე: მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო კამპანია მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რევანშიზმზე ააგო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
511 12 თებერვალი 2024, 12:08
ურეიტინგო ყალთაბანდი მამუკა ხაზარაძე, რომლის პოლიტიკური ხედვები ფსკერზეა, ვერ აცნობიერებს, რომ ნეგატივით არჩევნებს ვერსად იგებენ. თუმცა, კანტორა "ლელო" "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი განშტოებაა და უნდა იმეოროს უსამშობლოების გაცვეთილი ბოროტი გზავნილები - რეპრესიებზე, განადგურებაზე, ჩაგვრაზე, ადამიანების გაძევება-გადასახლებაზე, ბიზნესის რეკეტზე და ა.შ., - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე , მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ  მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი და რომ ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში წასვლას „ხალხი გადაწყვეტს“. 

აბაშიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ მისი საარჩევნო კამპანია მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რევანშიზმზე ააგო. 


„მრავალწახნაგოვანმა თაღლითმა, პოლიტიკაში უნიჭოების განსახიერებამ, გამომძალველმა მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო კამპანია მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რევანშიზმზე ააგო.
ურეიტინგო ყალთაბანდი მამუკა ხაზარაძე, რომლის პოლიტიკური ხედვები ფსკერზეა, ვერ აცნობიერებს, რომ ნეგატივით არჩევნებს ვერსად იგებენ. თუმცა, კანტორა "ლელო" "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი განშტოებაა და უნდა იმეოროს უსამშობლოების გაცვეთილი ბოროტი გზავნილები - რეპრესიებზე, განადგურებაზე, ჩაგვრაზე, ადამიანების გაძევება-გადასახლებაზე, ბიზნესის რეკეტზე და ა.შ. 
ანაკლიის პროექტის ჩამგდებ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში დამკვიდრების პერსპექტივა ისეთივე უტოპიაა, როგორც ლევან ხაბეიშვილის დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. ამიტომ კარაოკე-ყროყინით და სუფრასთან რუსული რომანსების ღიღინით რომ დაკავდეს, შედარებით ხელშესახებ შედეგს მაინც მიაღწევს“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი