თაკო ჩარკვიანი: იქით ივანიშვილი რუსული კორუფციით, აქეთ “ტოჟე ივანიშვილი” გახარია-ხაზარაძის 2% იანი ტანდემით, ზედ კიდევ “პოლიციელი” ქალი დეკანოიძე -ნაცი აღარ ვარო რომ გაჰკივის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
562 14 თებერვალი 2024, 10:59
დიახ, მასშტაბური პოლიტიკოსი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას და ეგ დიდი მასშტაბის ,რუსეთთან -პუტინთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი კი ციხეშია, რასაც ვუყურებ ასეა -ფაქტია - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:


"ლელომ განაცხადა: ( ნუ ხაზარაძემ) "მოპარული ქონება უნდა დააბრუნონო", ჰოდა რომელ "წლებში” მოპარული, აი ეგ არ უთქვამს. გახარიას პარტიამ ტვ პირველს უსაყვედურა "რატომ გვაბრალებთ რომ გახარიამ თანამდებობაზე ყოფნის დროს 1300 ბრძანებულება დამალაო”, რაზეც ინგამ უპასუხა გრიგოლიამ : ხიდაშელს რომ რაჭის ტყე გადასცეს გახარიას ხელისმოწერაა დოკუმენტზეო, (რომელიც გახარიამ დამალა) , მიშა დაუშვილი გაბრაზდა და უპასუხა : ტვ.პირველში ვარ თუ ტვ-იმედშიო ?!ღმერთო შენი შექმნილია ეს ლამაზი ქვეყანა- სამოთხე და დავიჯერო ოლიგარქების , ხაზარაძე -გახარიას და "მავანთა" საძოვრად შექმენი ? ან ჩვენ რად გვსჯი ასე ,რომ ყოველ საღამოს “თაღლითთა ტენისს” გვაყურებინებ??? იქით ივანიშვილი რუსული კორუფციით, აქეთ “ტოჟე ივანიშვილი” გახარია-ხაზარაძის 2 პროცენტიანი ტანდემით. ზედ კიდევ “პოლიციელი” ქალი დეკანოიძე -ნაცი აღარ ვარო რომ გაჰკივის ( ვიყავი მეო , აღარ ვარო), აგერ კიდევ პარტიის შექმნის ძიებაში მყოფი ნიკანორ მელია ყოფილი პროკურორი ზოდელავათი ( “ტოჟე” ნაცი არ ვარო რომ გაჰკივიან). სახელმწიფოს შენება ვინც შეძლო და უეჭველად შეძლო ის კაცი ანუ სააკაშვილი ციხეშია ( მოსწონს ეს მავანს თუ არა ფაქტია შეძლო) შეცდომები კი ,რუსეთის უშიშროება რომ გებრძვის და თურმე ამდენი მოღალატე გყავს , ძნელია არ მოგივიდეს, ის მიკვირს რაც ააშენა როგორ მოახერხა?! მთელი საღამოა ლელო და გახარიას პარტია ერთმანეთს "აფურთხებს" ,ბრალდებებს უყენებენ ღია ეთერში.


ვუყურებ და ვფიქრობ , რაის გაერთიანება?! ამათ ფულის გარდა ყველაფერი ფეხზე ჰკიდიათ , ერთს რაჭის ტყის გასხვისებაზე ხელი აქვს მოწერლი და ბრძანება გადამალული ჰქონიადა პატრიოტებისთვის დათვის ტყვიებით თვალები აქვს დათხრილი, მეორეს -90-იანებიდან დიიიიდი- უდიდესი "მაყუთი" წაღებული მეანაბრეების, აგერ 4 წლის წინ შავი ფული რომ გადიოდა ხაზარაძის ბანკიდან ( გვიან საღამოს იხ .ზ.ოქუაშვილის ღია ჩვენება) ორივე ერთად ესწრებოდა ამ დანაშაულს- ხაზარაძეც და გახარიაც , რუსების მსახურ ფარცხალაძესთან ერთად) აღარაფერს ვამბობ მუდამ შერზრდილი რომ იყო ხაზარაძე კორუფციულ ბინძურ სისტემას და არასოდეს ხმა რომ არ ამოუღია და არ გაუპროტესტებია მევახშეური პროცენტი , მეტიც -ერთი თვის წინ თქვა “მე ვიცოდი მივხვდი რომ ივანიშვილი რუსეთის კაცი იყოო , რადგან 2017 წელს მითხრა : რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?! არადა 2018 წელს ისევ ივანიშვილს დაუდგა გვერდით ხაზარაძე ანუ იცოდა რომ რუსეთი იყო და მაინც მიემხრო?! ჰოდა, ამ თაღლითებს რომ უყურებს ხალხი, ხვდება რომ სახელმწიფოს შენებას მასშტაბური იდეალისტი სჭირდება და არა ეს უბადრუკები , ერთი -გახარია თვალს რომ გვიპაჭუნებს “კორუფციულ ქართულ ჯიგრულ პონტში” და მეორე -ხაზარაძე “მუსტანგით” რომ ემარიაჟება მისივე (დიდი) ძალისხმევით და ხელშეწყოფით ბანკში “ჩადებულ “საქართველოს . დიახ, მასშტაბური პოლიტიკოსი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას და ეგ დიდი მასშტაბის ,რუსეთთან -პუტინთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი კი ციხეშია, რასაც ვუყურებ ასეა -ფაქტია. მე მომწონს ეს განახლებული გუნდი ნაც მოძრაობის, განახლებული- სრულიად განახლებული, გაერთიანებაზე ორიენტირებული და ძველი შეცდომების უგულვებელმყოფელი გუნდი წესიერი ხალხია ფაქტია, მე ასე ვხედავ ღმერთმანი ,ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხია , ღმერთმა ხელი მოუმართოთ……მიდით აბა ჰე თქვენ იცით, არ გამიმტყუნოთ იცოდეთ" .
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი