დიმიტრი ხუნდაძე: მიუნჰენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპიზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
585 14 თებერვალი 2024, 13:13
"ზეწოლები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ.
„მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპოზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება. საზოგადოების ხელისუფლებისგან გამიჯვნა კი, მათთვის წინასაარჩევნოდ, ხალხის ხელისუფლებისადმი მხარდაჭერით გაღიზიანების მაჩვენებელია. ოპოზიციის რადიკალური მხარე მოწონებას გარე დაკვეთების უპირობო შესრულებით იმსახურებს დამკვეთების მხრიდან, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ზეწოლები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ. ბუნებრივია, ამ ინსტიტუტების წინააღმდეგ ქართული საზოგადოება კრიტიკულ აზრს გამოთქვამს და ამას ოპოზიცია ანტიდასავლურ პროპაგანდას მიაწერს. სწორედ ეს იყო მათი მიზანიც - მტრობის გაღვივება დეზინფორმაციის საშუალებით.
თუმცა, მინდა გავუცრუო იმედები ოპოზიციას და მათ უცხოელ ლობისტებსაც, ქართველი ხალხი ასე ადვილად აღარ ტყუვდება. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება გამჭვირვალობაა და ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ საზოგადოებას დასაბუთებული სიმართლით,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი