ნინო ფოჩხუა: რამდენად უთავმოყვარეო და შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უნდა იყო, რომ დღეს ნავალნი „ვივა მედში“ წამოკოტრიალებულ კრიმინალს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, მიშა სააკაშვილს შეადარო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
448 17 თებერვალი 2024, 12:13

სიტყვების ბრახუნი რომ სააკაშვილი, ნავალნის მსგავსად, პუტინის პირადი პატიმარია, მარტო ამორალური კი არა, ჩემი აზრით დანაშაულია. საკუთარ მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, პატრონების დავალებით, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, კონტეინერით შემოპარული სააკაშვილი, რანაირად უნდა შეადარო ნავალნის, ადამიანს, რომელმაც იცოდა რა, რომ დაიჭერდნენ, საკუთარი ნებით დაბრუნდა რუსეთში, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, როგორი ამორალური უნდა იყო, როცა ადარებ სააკაშვილს ნავალნის და არ გახსენდება პატიმრებით გადავსებული ციხეები, პატიმრების გაუპატიურება და წამება.

მისივე თქმით, სააკაშვილის შედარება ნავალნისთან ისეთივე ამორალურია, როგორც მიშას წამლავენ და კლავენ ლუქს-პალატაში.

„რამდენად უთავმოყვარეო და შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უნდა იყო, რომ დღეს ნავალნი „ვივა მედში“ წამოკოტრიალებულ კრიმინალს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, მიშა სააკაშვილს შეადარო და პარალელი გაავლო ამ ორ ადამიანს შორის. სიტყვების ბრახუნი რომ სააკაშვილი, ნავალნის მსგავსად, პუტინის პირადი პატიმარია, მარტო ამორალური კი არა, ჩემი აზრით დანაშაულია. საკუთარ მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, პატრონების დავალებით, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, კონტეინერით შემოპარული სააკაშვილი, რანაირად უნდა შეადარო ნავალნის, ადამიანს, რომელმაც იცოდა რა, რომ დაიჭერდნენ, საკუთარი ნებით დაბრუნდა რუსეთში.

თუ არ ახსოვთ ნავალნი-სააკაშვილის ერთ ასპექტში მომხსენებლებს, მინდა შევახსენო, ეს ის მიშა არ არის, რომელმაც ქვეყნიდან მოპარული ფულით ყალბი კამპანია დააფინანსა, ვითომ აწამებდნენ და კლავდნენ ციხეში, არა და ორ ოთახიან პალატა ლუქსში კოტრიალობდა და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად სიმულაციას ეწეოდა?! ან როგორი ამორალური უნდა იყო, როცა ადარებ სააკაშვილს ნავალნის და არ გახსენდება პატიმრებით გადავსებული ციხეები, პატიმრების გაუპატიურება და წამება, არ გახსენდება გირგვლიანი, მოლაშვილი,შავაძე, თეთრაძე, სია დიდია.

სააკაშვილის შედარება ნავალნისთან ისეთივე ამორალურია, როგორც მიშას წამლავენ და კლავენ ლუქს-პალატაში.
ჩემი რჩევა სააკაშვილს, მის სექტას და მის ტელევიზიებს: პარალელი ნავალნისთან კი არა, პუტინთან გაავლეთ, თქვენი გურუ მასთან უფრო ახლოს დგას“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი