ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილზე: ყველა კუბოს ერგება ეს “მაოხრებელი გზირი” და მისი საცოდავი სექტაც, ერთხმად მღერის - "პოლიქრონიონ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
593 17 თებერვალი 2024, 17:03
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის პარალელების გავლების მცდელობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გასაღება არ გამოვა, ვინაიდან ის არა მხოლოდ ქართულმა, არამედ საერთაშორისო სასამართლოებმაც დამნაშავედ ცნეს. “ყველა კუბოს “ბეზრაზმერნი” თავსახური. ნავალნის ავკარგიანობასაც რომ თავი დავანებოთ, მარტივი პარალელია თუ როგორი იმბეცილები არიან მიშა და მისი სექტა… ეს დედიკოსთან ერთად კომპოტსა და ფაფას ოროთახიან პალატაში მიირთმევს, ხოლო ნავალნი უკიდურეს პირობებში გამოკეტეს. მოკლედ, ყველა კუბოს ერგება ეს “მაოხრებელი გზირი” და მისი საცოდავი სექტაც, ერთხმად მღერის - "პოლიქრონიონ". ხელისუფლებაში ყოფნისას იძალადა, იპარა, იკაიფა და ბოლოს, საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორობაში დაახურდავა. მერე არაჟნის კონტეინერით შემოაპარეს და მას მერე ტირის, ბორგავს, წუწუნებს და მოპარული ფულებით, საერთაშორისო ლობისტებს ქირაობს “ფეიკ”-ავადმყოფობის გასამართლებლად! ვერ გაასაღებთ პოლიტიკურ პატიმრად, რადგან ადგილობრივმა თუ საერთაშორისო სასამართლომ ცნო სააკაშვილი დამნაშავედ და შესაბამისად, ბოლომდე მოუწევს მსჯავრის მოხდა, როგორც მოძალადე, კორუმპირებულ ნაძირალას! P.S. ჰო, ნავალნის რაც შეეხება - ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და პრინციპში, სააკაშვილიც ასე დასცინის ქართველ ერს ბიძამისთან საუბარში და ამაში კი ნამდვილად ჰგავს ნავალნი მიშას!” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი