დავით ქართველიშვილი: ჩვენი სექტანტების მხრიდან კრემლის აგენტუროფილია ძალიან გულის ამაჩუყებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
565 18 თებერვალი 2024, 11:01
ალექსეი („ვლადიმერ“) ნავალნის სიკვდილი როგორ უნდა გიხაროდეს, უბრალოდ, ნაცების ხელში ნებისმიერი სამგლოვიარო პროცესია ფარსად და ცირკად იქცევა, როგორც წესი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას კრემლის აგენტებით აღფრთოვანება ახასიათებს.

„ნადეჟდა (რომან გოცირიძისთვის - „ლარისა" იყოს) სავჩენკო გამახსენდა, რომელიც 2014 წელს რუსეთმა ჯერ დააპატიმრა, მიუსაჯა 22 წელი, ხოლო 2016 წელს პუტინის მიერ ამნისტირებული იქნა. ამ შუალედში ნაცები, სექტამედია, ყოველდღიურად ტელეეკრანებიდან, რუსეთის საელჩოს შენობასთან აფრქვევდნენ მის მხარდამჭერ პათოსს. იმ დღეებში სავჩენკოს გულისთვის ნებისმიერი ნაცი საჯაროდ ჰარაკირიზე იყო წამსვლელი...

სავჩენკო გამოუშვეს, ჯერ რადას დეპუტატად, მერე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად გახადეს. სავჩენკო ჯერ კიდევ ჩვენი სექტანტების ნომერ პირველი ანტიპუნისტი იყო. მერე უკრაინაში მას პუტინის აგენტობა დააბრალეს და 2018 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა რადას შენობაში დააპატიმრა. როგორც ჩანს, პუტინის უშუალო ზეწოლით, 2019 წელს იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა უარით უპასუხეს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე.

მას შემდეგ, ნაცების ოდესღაც საყვარელი „ანტიპუტინისტის", სავჩენკოს გამოთავისუფლებული „ვაკანსია" ჯერ გონჩარენკოს მოარგეს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ერთი, რომ დედა არ აგინა სააკაშვილს სავიკ შუსტერის სტუდიაში. მერე ეს საპატიო ადგილი ლЮსЯ არესტოვიჩს ერგო, რომელიც ასევე, რატომღაც, მგონი, პუტინის აგენტი აღმოჩნდა. ამჟამად ეს მისია ალექსი ნავალნის ერგო. ჩვენი სექტანტების მხრიდან კრემლის აგენტუროფილია ძალიან გულის ამაჩუყებელი და ძაან-ძაან საყვარელია!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი