თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი კობახიძის მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ ევროპა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
452 20 თებერვალი 2024, 20:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოკვეთილად ზუსტი პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა ევროპისადმი. მან თქვა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრობა. ასევე გამოხატა მზაობა ყველა იმ რეფორმისათვის, რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დასჭირდება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო პლატფორმიდან კიდევ ერთხმად დადასტურდა, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და იმსახურებს გახდეს მისი წევრი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ევროკავშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბრიუსელში და მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ ევროპა ქართულ სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანია. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკური ქცევის მაღალი სტანდარტითა და ლიდერი პოლიტიკოსისათვის დამახასიათებელი სათანადო მანერით, საერთაშორისო პლატფორმიდან მსოფლიოს ღიად ესაუბრება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ არჩევანზე, მის მიღწევებსა და საჭიროებებზე.
ის სხვა პირებთან ერთად საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეფ ბორელს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და ხაზი გაუსვეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ევროკავშირის პოზიცია ურყევია და ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოკვეთილად ზუსტი პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა ევროპისადმი. მან თქვა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრობა. ასევე გამოხატა მზაობა ყველა იმ რეფორმისათვის რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დასჭირდება. ჟოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის მოხსენებაში გამოიკვეთა ქართული სახელმწიფოს როლი, ის გახდეს რეგიონში წარმატების ჰაბი ასევე ამ შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო პლატფორმიდან კიდევ ერთხმად დადასტურდა, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და იმსახურებს გახდეს მისი წევრი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი