დავით ქართველიშვილი თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებაზე: ერთი მომენტი ისიც გავიფიქრე, შურს ხომ არ იძიებდა "ხაზეინზე", მაგრამ ამ ტიპის "ტროლინგსაც" ჭკუა და მოფიქრება უნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
640 21 თებერვალი 2024, 22:54
ერთი მომენტი ისიც გავიფიქრე, შურს ხომ არ იძიებდა "ხაზეინზე", რომელმაც 7 ნოემბრის საქმეზე, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე: "მე რა შუაში ვარო, მერაბიშვილს და ჯანაშიას ჰკითხეთო - ეგენი იყვნენო რუსთაველზე, მე კი არაო...". მაგრამ ამ ტიპის "ტროლინგსაც" ჭკუა და მოფიქრება უნდა - ამიტომ ამ შემთხვევაში, ერთიც და მეორეც გამოვრიცხოთ," - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება წინარევოლუციურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. 

 „დაცვის მხრიდან მოწმის, რუბენ ვართანის ძე ხაჩიკიანის სიტყვა გამახსენდა ვალიკო მიზანდარის სასამართლო პროცესზე - მის მიერ თითოეული მოყვანილი ჩვენება სულ უფრო რომ ძირავდა მსჯავრდებულს და მიაქანებდა "ბუტირკიდან" ლეფორტოვოს ციხის მიმართულებით. ერთი მომენტი ისიც გავიფიქრე, შურს ხომ არ იძიებდა "ხაზეინზე", რომელმაც 7 ნოემბრის საქმეზე, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე: "მე რა შუაში ვარო, მერაბიშვილს და ჯანაშიას ჰკითხეთო - ეგენი იყვნენო რუსთაველზე, მე კი არაო...". მაგრამ ამ ტიპის "ტროლინგსაც" ჭკუა და მოფიქრება უნდა - ამიტომ ამ შემთხვევაში, ერთიც და მეორეც გამოვრიცხოთ. მაშ, "წინასარევოლუციო" სამზადის ფარგლებში უნდა იყოს სააკაშვილი თავისუფლებაზე" - არა? Скажите, свидетель - а люстру подсудимый всё-таки разбил? Да! Зачем буду отрицать, когда мы домой уходили, подсудимый её стулом задел...“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი