დავით ქართველიშვილი: საქართველოს მისამართით ხელის გაშვერის ნაცვლად (თუ რატომ გვაქვს სხვა პარტნიორებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები), აშშ-მა საკუთარი თავის მიმართ შეკითხვების დასმა უნდა დაიწყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
537 23 თებერვალი 2024, 17:03
„ვერც „ხალხის ძალას“, ვერც ირაკლი კობახიძეს თუ ირაკლი ღარიბაშვილს, ვერავინ დაადანაშაულებს მიკერძოებულ თუ ჩასაფრებულ მიდგომაში საკუთარი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ აშშ- საქართველოს ურთიერთობებზე წინა ელჩმა უარყოფითი გავლენა იქონია, რაც მოქმედმა ელჩმა უნდა გაითვალისწინოს. 

„დღეს გამძაფრებული სიცხადით ვლინდება, თუ რა მავნებლური და დესტრუქციული როლი ითამაშა კელი დეგნანმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში.

ნახევარი წლის განმავლობაში, რაც ქვეყანაში რობინ დანიგანი ჩამოვიდა, ერთი შემობრუნებული სიტყვა ან განცხადება არ უკადრებია ვინმეს მის მიმართ, მოქმედ ხელისუფლებასთან ობიექტური (ჯერჯერობით) და კონსტრუქციული დამოკიდებულების გამო. არც ერთი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი არანაირად არ არის დაინტერესებული ვითარების ხელოვნურად დაძაბვასა ან რეალობის გაუკუღმართებაში.

ღმერთმა ქნას, პრაგმატულმა და საპარტნიორო ხაზმა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ჩაანაცვლოს კელი დეგნანის ხელმძღვანელობით, უახლოეს წარსულში მიმდინარე ადგილობრივ ლაქია-მარიონეტებზე დადებული მცდარი და სახიფათო იდეოლოგიური ფსონი, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

„ხალხის ძალას“ ქვეყნის უსაფრთხოების, საბაზისო ღირებულებების დაცვის პულსზე თავისი ყურადღების მოდუნება არც წარსულში მოუხდენია და არც მომავალში არ აპირებს. მაგრამ ვერც „ბნელ ოთახში არარსებული შავი კატის“ აკვიატებულ ძებნაში დაადანაშაულებს მას ვინმე. საქართველოს მისამართით ხელის გაშვერის ნაცვლად (თუ რატომ გვაქვს სხვა პარტნიორებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები), აშშ-მა, მათ შორის, საკუთარი თავის მიმართ საჭირო შეკითხვების დასმა უნდა დაიწყოს, რაშიც მას და ელჩ რობინ დანიგანს გულწრფელად მინდა ვუსურვო წარმატება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი