დავით ქართველიშვილი: ე.წ. „საქართველოს მეგობართა ჯგუფში“ იხარშებოდა საქართველოს დასანქცირების, ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქობის" თუ ჩვენი მოსამართლეების დასჯის საკითხები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
481 26 თებერვალი 2024, 11:14
დღეს ჩვენ უნდა განვდევნოთ ჩვენგან ილუზია, სიცრუე, თავის მოტყუება - შევჯერდეთ მხოლოდ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლის პლატფორმა შევთავაზოთ აშშ-ს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით,“ -  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც „ხალხის ძალის" დღევანდელი წერილს ეხმიანება. 

„ხალხის ძალის" დღევანდელი წერილი საკმარისად მოიცავს თავისი პოზიციის განმარტებით არგუმენტებს, რომელთა მსხვრევა ყველაზე ურჩ სკეპტიკოსსაც კი გაუჭირდება. მე მხოლოდ რამდენიმეს დავამატებდი. წლებია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ ფუნქციონირებს. აი ის, რომლის თანათავმჯდომარე ადამ კიზინგერი იყო. საქართველოს მეგობართა - არა ნაცსექტის, არა ენ-ჯე-ოთა თუ ელგებეტე თემის - საქართველოს! 

ერთი მაგალითი თუ ახსენდება საქართველოს, თუ რაში გამოიხატებოდა ეს „მეგობრობა"? მავნებლობის, დამცირების, აგდებული დამოკიდებულების გარდა, მე პირადად არაფერი მახსენდება. ვერც კიზინგერის „რესპუბლიკელობამ" უშველა ამ ცინიკური სახელწოდების მქონე ჯგუფს ჩვენს ქვეყანასთან „სამეგობრო მუხტის" აწევაში, ალბათ იმ გამონათქვამიდან გამომდინარე, რომ "ყველა დროის რესპუბლიკელებს აუცილებლად ერთი მაკკეინი უნდა ჰყავდეს". 

პირიქით, ეს ის ჯგუფი იყო, სადაც იხარშებოდა საქართველოს დასანქცირების, ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქობის" თუ ჩვენი მოსამართლეების დასჯის საკითხები. ეს ჯგუფი საქართველოს კი არა, მაკკეინის ინსტიტუტის მეგობარი იყო, რომლის შეკრებებზე თბილისში ვიღაც დევიდ კრამერს შეეძლო დარბაზიდან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გაძევება მოეთხოვა. დღეს ჩვენ უნდა განვდევნოთ ჩვენგან ილუზია, სიცრუე, თავის მოტყუება - შევჯერდეთ მხოლოდ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლის პლატფორმა შევთავაზოთ აშშ-ს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით,“ -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი