დავით ქართველიშვილი: საქართველოს დამონებისა და კოლონიზაციის მცდელობა, ისტორიულად, ძალიან ცუდად მთავრდება მათთვის, ვინც ამას განიზრახავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 26 თებერვალი 2024, 18:19
70 წელია მიმდინარეობს კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორიის გადაწერისა და ამის ახალი იდეოლოგიით ჩანაცვლების მცდელობა, რომელიც ელემენტარულ ფასეულობებს აღარ ითვალისწინებს - არც სქესს, არც ოჯახურ ურთიერთობებს, არც შვილთან დამოკიდებულებასა და ა.შ.“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა. 

დავით ქართველიშვილმა ისაუბრა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილზე, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - არის თუ არა აშშ რეალურად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი?

„ჩვენი დღევანდელი წერილი ძირითადად აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებს ეხება, ითვალისწინებს ამ ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებთ, ფასეულობით ერთობლიობას, ან ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ორმხრივ ინტერესს განაპირობებენ. მაგრამ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრანსგენდერები წარმოადგენენ ამერიკის სულიერების სიმბოლოს; როდესაც სახელმწიფო მდივანი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ბრძანებას გადასცემს, რომ თავი შეიკავონ დედის, მამის, ქალიშვილის, ვაჟიშვილის ხსენებისგან და ის ახალმოგონილი, გენდერული ტერმინებით ჩანაცვლდეს, რამდენად ჯდება იმ ფასეულობით ღირებულებებთან, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია და ვიცავთ, რომელსაც არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ვახურდავებთ? ამ გაუკუღმართებულ ფასეულობებთან, რა თქმა უნდა, არავითარი შეხება არ გვაქვს. 

ჩვენ არც არავის მონები ვიყავით და არც გვინდა, რომ ვიყოთ. საქართველოს დამონებისა და კოლონიზაციის მცდელობა, ისტორიულად,  ძალიან ცუდად მთავრდება მათთვის, ვინც ამას განიზრახავს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი