თამთა მეგრელიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: მრჩება ეჭვი, რომ კვლავ ვიღაცის დავალება სრულდება და კრებსითი ვარლამ გოლეთიანები სანაცვლოდ ფულს იღებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
439 28 თებერვალი 2024, 10:07

არ შეიძლება კურორტების მოწყობას, ეკონომიკის ამუშავებას და განვითარებას, რეგიონში არსებული ლოკაციების ახალ სიცოცხლეს ხელს უშლიდნენ გარკვეული ჯგუფები, კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. სიახლეებთან მუდმივ წინააღმდეგობას განვითარება არ მოაქვს. - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ „ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არ შეიძლება ჩარევისაგან რაიმეს დაცვას ცდილობდე და შესაბამისი კვალიფიკაციისა და დარგის ექსპერტს საკითხის შესასწავლად ადგილზე არ უშვებდე.

ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანი - სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნაა რათა ის ვიზიტორისათვის უკეთესს, ხოლო შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოდ იქცეს.
ამ პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ აქვს, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ექსპერტების ჩართულობით, მოახდინონ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება.
პარადოქსი კი ისაა, რომ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება იმ ჯგუფის მოთხოვნა იყო, რომლებიც ბალდის ამ კანიონის პროექტს აკრიტიკებენ და ადგილზე მათი მოთხოვნის გათვალისწინებით მისული ექსპერტები დანიშნულების ადგილზე სწორედ მათ არ შეუშვეს.

შესაბამისად, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ იქ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება ანუ ის, რასაც კონკრეტული ჯგუფები აკრიტიკებენ. ეს პროექტი ბალდის კანიონს და მთელ რეგიონს ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად აქცევს.მისი განვითარება ეკონომიკურ ხელშესახებ შედეგებს დადებს.

არ შეიძლება კურორტების მოწყობას, ეკონომიკის ამუშავებას და განვითარებას, რეგიონში არსებული ლოკაციების ახალ სიცოცხლეს ხელს უშლიდნენ გარკვეული ჯგუფები, კრებსითი ვარლამ გოლეთიანები.
სიახლეებთან მუდმივ წინააღმდეგობას განვითარება არ მოაქვს.

არ შეიძლება ჩარევისაგან რაიმეს დაცვას ცდილობდე და შესაბამისი კვალიფიკაციისა და დარგის ექსპერტს საკითხის შესასწავლად ადგილზე არ უშვებდე.

მრჩება ეჭვი, რომ კვლავ ვიღაცის დავალება სრულდება და კრეფსითი ვარლამ გოლეთიანები სანაცვლოდ ფულს იღებენ”, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი