გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ახორციელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 28 თებერვალი 2024, 10:29

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე, ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით ახალი საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად, დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

„ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ითვალისწინებს როგორც არსებული კვლევებისა და ტექნიკური მასალების შესწავლას, ასევე ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას.

აღნიშნულ საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ - აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს კომპანიასთან
ევროპარლამენტარმა რიმა ჰასანიმ დროებით დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები ტყუილია
„როიტერი” - ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
არქივი