გია აბაშიძე: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
478 28 თებერვალი 2024, 16:36
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომელიც საზღვარგარეთიდან ოპოზიციის დიდი ნაწილის დაფინანსებას ეხება.
ანალიტიკოსის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, ვინ არიან რევანშისტი ძალები და რას წარმოადგენენ ისინი. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება. საქართველოს საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა თუ რას წარმოადგენენ ყველა განშტოების ოდენ ვერცხლისმოყვარე „ნაცრევანშისტები“. თითქოს წარმოუდგენელია ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტების არსებობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოღალატეები ყოველთვის გვყავდა და აწმყოშიც არიან." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი