გია აბაშიძე: ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გლობალური ომის პარტიიდან დაავალეს ხშირად იმეოროს "რუსული" და უთავმოყვარეო პოლიტიკანიც ასრულებს დავალებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
537 29 თებერვალი 2024, 18:06
ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გლობალური ომის პარტიიდან დაავალეს ხშირად იმეოროს  "რუსული", - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც პრეზიდენტი მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პრორუსულ ჯგუფებზე საუბრობს.

კერძოდ, ზურაბიშვილმა, BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა პრორუსული ჯგუფების და ანტიდასავლური პროპაგანდის მხარდასაჭერ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ "დარწმუნებულია, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის". აბაშიძის თქმით, ფორმალური პრეზიდენტი დავალებას ასრულებს.

"ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გლობალური ომის პარტიიდან დაავალეს ხშირად იმეოროს  "რუსული" და უთავმოყვარეო პოლიტიკანიც ასრულებს დავალებას. "რუსული ჩარევა", "რუსული კანონი", "რუსული საახალწლო სოფელი" და ა.შ.
შემთხვევით, არ ჩაიხვიოს ამ თუთიყუშობაში თუ არ არის უკვე ამ სავალალო მდგომარეობაში." - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი