გია აბაშიძე: "ქართული ოცნება" აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
498 02 მარტი 2024, 15:09
მშვიდობაზე, სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული "ქართული ოცნება" აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად - ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ "არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა." როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ფსევდოლიბერალების მერკანტილურ, სამარცხვინო დღის წესრიგს ყოველთვის ექნება ელექტორატის მტკიცე უარი. "მშვიდობაზე, სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული "ქართული ოცნება" აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად. გამოკითხვებიც არ სჭირდება იმას, რომ ქართველი ხალხის პრიორიტეტებია მშვიდობიანი განვითარება, სუვერენეტიტეტისა და ტრადიციების, ფასეულობების ურყევი დაცვით, რასაც მმართველი პარტია გვთავაზობს. ხოლო ფსევდოლიბერალების მერკანტილურ, სამარცხვინო დღის წესრიგს ყოველთვის ექნება ელექტორატის მტკიცე უარი." - წერს აბაშიძე Facebook -ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი