ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციას პირდაპირ ლგბტ-ს მხარდაჭერაც ეუხერხულებათ, თან თავის პატრონებისაც ეშინიათ, ამიტომ სავარაუდოდ ისევ „რუსული“ კანონის იდეას მიაწვებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
492 02 მარტი 2024, 16:20

პრინციპში მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლება თავის ოპონენტებს თავსატეხს უჩენს ხოლმე, მაგრამ „ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ„ კანონის ინიციატივამ ძალიან დააბნია ისინი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „მესამე დღეა ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას ამასთან დაკავშირებით - გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, ამ უფლებების დაცვის ხარისხის აწევასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც მაგალითად ლგბტ პროპაგანდა ჰქვია“.
ნიკოლეიშვილის თქმით, ოპოზიციას პირდაპირ ლგბტ-ს მხარდაჭერაც ეუხერხულებათ, თან თავის პატრონებისაც ეშინიათ, ამიტომ სავარაუდოდ ისევ „რუსული“ კანონის იდეას მიაწვებიან.
„პრინციპში მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლება თავის ოპონენტებს თავს ატეხს უჩენს ხოლმე, მაგრამ „ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ„ კანონის ინიციატივამ ძალიან დააბნია ისინი. ნახეთ რა ხდება: ხელისუფლება ამბობს, რომ ეროვნული ინტერესებიდან, ისტორიული, ტრადიციული და კულტურული თვალსაზრისიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ასეთი კანონის მიღება, რასაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა მხარს დაუჭერს, მითუმეტეს ვხედავთ, რომ ამ პროპაგანდის გაძლიერების რეალური საფრთხე არსებობს, თუ ობიექტურად შევხედავთ რა ხდება ამ მხრივ უცხოეთში. ოპოზიცია კი ძალიან დაბნეულია დაეთანხმოს ხელისუფლებას და ერთობლივად იმუშაოს ამ საკითხზე, კი კარგია, მაგრამ რა იტყვიან მათი უცხოელი პარტნიორები? ვაი, და გრანტები და სხვა ფულადი სახსრები დაკარგონ?! არადა უცხოელებსაც ცოტა არიყოს არ სცალიათ, და არც გეგმა შეუმუშავებიათ ჯერ, თან უქმეებიც დაემთხვა...ალბათ, მაინც იტყვიან რომ ახლა ამის დრო არ არის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია და ასე შემდეგ. პირდაპირ ლგბტ-ს მხარდაჭერაც ეუხერხულებათ, თან თავის პატრონებისაც ეშინიათ, მოკლედ ძალიან ცუდ დღეში არიან, ამიტომ სავარაუდოდ ისევ „რუსული“ კანონის იდეას მიაწვებიან, რომელიც ასე ადვილად ნამდვილად აღარ იმუშავებს, თვითონ ოპოზიციამ და მათ წარმომადგენლებმა კი შეიძლება ძალიან საეჭვო იარლიყები მიიკრან, რაც სრულიად სამართლიანი და ლოგიკურიც იქნება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი