დავით ქართველიშვილი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე: არ ვიცი, რა საბოლოო სახეს მიიღებს დაანონსებული ახალი კანონი, თუმცა მის მიღებაში და დაცვაში სრულიად საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
572 02 მარტი 2024, 16:39

დღეს კი, სამების საკათედრო ტაძარს, როგორც ჩვენი მართლმადიდებლობისა და ქართველობის სიმბოლოს შველა და თანადგომა სჭირდება „ლუციფერის" შემოტევების მოსაგერიებლად, მაგრამ უკვე, საკანონმდებლო დონეზე, - ამის შესახებ, "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებაში და დაცვაში, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„1996 წლის 3 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირადღეს, "მართლმადიდებლობის ზეიმის" ტრადიციულ დღესასწაულზე, თბილისში შეიმჩნეოდა საინტერესო პროცესი: უკლებლივ ყველა ტაძრიდან, საკვირაო წირვის შემდეგ, ხატებით ხელში მახათას მთისკენ მიემართებოდა მრევლი. იმ დღეს სამების საკათედრო ტაძრის საძირკველი იკურთხებოდა.

დავით აღმაშენებლის ტაძრის სამრევლო მსვლელობაში მეც ვიყავი და ჩემი მეუღლეც მომავალი გრანდიოზული ეკლესიის ფუძეში ჩვენს მიერ ჩატანებული სიმბოლური ქვაც ჩაიდო.

დღეს კი, სამების საკათედრო ტაძარს, როგორც ჩვენი მართლმადიდებლობისა და ქართველობის სიმბოლოს შველა და თანადგომა სჭირდება "ლუციფერის" შემოტევების მოსაგერიებლად, მაგრამ უკვე, საკანონმდებლო დონეზე. მე არ ვიცი, რა საბოლოო სახეს მიიღებს დაანონსებული ახალი კანონის სახელწოდება თუ შინაარსი, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

ალბათ, „ეროვნული ტრადიციული ფასეულობების დაცვის", ან მსგავსი სულისკვეთების სახელის მატარებელი იქნება.

მთავარია და ამას დღეს „ხალხის ძალის" ლიდერები აღნიშნავდნენ, ეს უნდა იყოს საზოგადოების და არა პარტიული დაკვეთა.

ამ კანონის შედგენაში, მის მიღებაში და მის დაცვაში სრულიად საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა", - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი