დავით ქართველიშვილი: ძალიან გვინდა, საწვავზეც და სხვა პროდუქციაზე გაზრდილი ფასები დავარდეს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თბილისმა მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებს გადაასწრო ამ კომპონენტში, მეტისმეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
504 06 მარტი 2024, 14:37
„დღეს ჭიჭე ვაშაძემ "ელ-გე-ბე-ტე" პროპაგანდის აკრძალვის თემის გადაფარვა სცადა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების გაზრდის პრობლემით. ძალიან გვინდა, რომ საწვავზეც და სხვა ძირითად პროდუქციაზე გაზრდილი ფასები დავარდეს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თბილისმა მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებს გადაასწრო ამ კომპონენტში, მეტისმეტია ჭიჭე“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პროდუქტებზე ფასების მატების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
 „დღეს ჭიჭე ვაშაძემ "ელ-გე-ბე-ტე" პროპაგანდის აკრძალვის თემის გადაფარვა სცადა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების გაზრდის პრობლემით. მართალია, არ მოუყვანია ბოლო წლებში ზოგან უმნიშვნელო, ზოგან მნიშვნელოვანი სახელფასო მატება, მაგრამ მისი ლოგიკიდან გამომდინარე, ფასების შემცირების ერთ-ერთი მექანიზმი "ელ-გე-ბე-ტე" პროპაგანდაა. ამ ლოგიკას უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ, ნიკიტა ხრუშოვის კომუნიზმის დამყარებისკენ მიმავალი კურსი კაპიტალისტურ დასავლეთს რომ არ შეეჩერებინა, 1980 წლიდან აღარც ფული გვექნებოდა და აღარც ფასიანი პროდუქტი. და თუ სადამდე ავარდებოდა ფასები პროდუქციაზე, მათ შორის ჭიჭეს ინიციატივით, რუსეთისთვის სანქციები რომ გამოგვეცხადა - ამას ვერც ნარკოტიკების "კრიმინალიზაციის" თუ პროსტიტუციის ლეგალიზაციის თემებით ვერ გადაფარავდა ჭიჭე. ძალიან გვინდა, რომ საწვავზეც და სხვა ძირითად პროდუქციაზე გაზრდილი ფასები დავარდეს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თბილისმა მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებს გადაასწრო ამ კომპონენტში, მეტისმეტია ჭიჭე. ევროპაშიც გვყავს სანათესაო და ამერიკაში. ვერ გადაფარავთ ვერა! ეროვნული ფასეულობები ამ ქვეყანაში კანონით იქნება დაცული! თქვენ კი მოგიწევთ საარჩევნო კამპანიია გაგრძელება ფერნაკლული ცისარტყელას ქოლგების ჩრდილში, რამეთუ ცხელი ზაფხულ/შემოდგომა გელით.“- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი