დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე: ქართულ საპარლამენტო ისტორიას ძნელად თუ მოეპოვება მსგავსი ფაქტი, როდესაც კანონპროექტს უფრო მეტი გაეკეთებინოს, ვიდრე - კანონს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
518 07 მარტი 2024, 17:13
დეზინფორმაცია არის მტრობის სტიმულირება - დეზინფორმაციის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალებაა გამჭვირვალობა,  ჩვენც არ დავიშურებთ ენერგიას, რათა ყველა სიყალბეს თავისი სახელი დავარქვათ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. 

დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ქართულ საპარლამენტო ისტორიას ძნელად თუ მოეპოვება ისეთი ფაქტი, როდესაც კანონპროექტს უფრო მეტი გაეკეთებინოს, ვიდრე - კანონს. 

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დეზინფორმაციის მძლავრი ტალღის შედეგად, შეცდომაში შეყვანილი ქართული საზოგადოება აამხედრეს იმ კანონის წინააღმდეგ, რაც ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს და  რასაც დღეს ევროკავშირი  იღებს. სამწუხაროდ, ამ მძლავრ დეზინფორმაციულ კამპანიას ამერიკული კანონის წინააღმდეგ, სათავეში თავად ამერიკის ყოფილი ელჩი ედგა. 

რა მოხდა ერთი წლის წინ? რატომ დასჭირდათ ასეთი მასშტაბური დეზინფორმაცია? რისი შეეშინდათ და რისი გამხელა არ სურდათ ქართველი ხალხისთვის? ეს არის კითხვები, რომელზედაც პასუხები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავად ფაქტებმა გასცა. 

ალბათ ქართულ საპარლამენტო ისტორიას ძნელად თუ მოეპოვება მსგავსი ფაქტი, როდესაც  კანონპროექტს უფრო მეტი გაეკეთებინოს, ვიდრე კანონს. ჩვენი სიმართლე საზოგადოებამ ფაქტებით დაიჯერა: გამოაშკარავდა არაერთი მტკიცებულება, როდესაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან მათივე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოური ფულით. ასევე, გამოვლინდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არაერთი პროექტი, სადაც ახალგაზრდებს  წვრთნიან რევოლუციონერებად ხელისუფლების წინააღმდეგ. რომ არა ამერიკული FARA, ჩვენ ვერ გავიგებდით იმას, თუ რა თანხას ხარჯავენ სააკაშვილის ოჯახი და ტელეკომპანია „ფორმულა“ უცხოელ ლობისტებში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. 

დეზინფორმაცია არის მტრობის სტიმულირება. სწორედ მტრობაზე დაფუძნებული რევოლუციის მოწყობა სურდათ შარშან, რაც არ გამოუვიდათ. არა მარტო ქართულმა საზოგადოებამ, არამედ, მსოფლიომ დაინახა, თუ ვინ არის ნამდვილად ევროპული აზროვნების, ვის სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ვის მიჰყავს საქართველო პროგრესისკენ. ოპოზიციას ნაცარში ჩაუვარდა შარშანდელი რევოლუციის მცდელობაც, სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაც და ქართველი ხალხის მოტყუებაც. ამ ერთმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ დეზინფორმაციის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალებაა გამჭვირვალობა. ჩვენც არ დავიშურებთ ენერგიას, რათა ყველა სიყალბეს თავისი სახელი დავარქვათ“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი