ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძის "ლელო" დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვდა თბილისის ცენტრში ლგბტ პარადის ჩატარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
543 07 მარტი 2024, 18:06
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია "ლელოს" და მამუკა ხაზარაძის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ხაზარაძე თავისი პარტიით "ნაცმოძრაობის" დანამატია, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგას.

გვენეტაძის თქმით, ხაზარაძის პარტიამ  დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვა თბილისის ცენტრში "პრაიდის" ჩატარება და "ლელოს" წევრები წლებია, ლგბტ პროპაგანდას აწარმოებენ. ამიტომ, ექსპერტის თქმით, ხაზარაძის და მისი პარტიისგან აღარაფერია გასაკვირი. 

"ხაზარაძის "ლელო"  დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვდა  თბილისის ცენტრში  ლგბტ პარადის ჩატარებას!
ხაზარაძის "ლელოს" პარტიის წევრები გულამოსკვნილები და აღტყინებულნი  აწარმოებდნენ და აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას!
ხაზარაძის დაფინანსებით გადაიღეს ლგბტ პროპაგანდისტული ფილმი!
ხაზარაძე და მისი პარტიის წევრები წლებია  გამოკვეთილად და მასობრივად არიან ჩაბმული ლგბტ პროპაგანდაში!
ხაზარაძე იყო "ნაცების" მიერ ადამიანებისათვის  წართმეული ქონების ერთ-ერთი მთავარი მიმთვისებელ-"გამპრავებელი"!
ხაზარაძე არის "მიჰას" მიერ მისთვის მინიჭებულ ორდენთა კავალერი!
ამის შემდეგ, საკვირველი, ხაზარაძის და მისი პირმშო "ლელოს" ქმედებებში, არის კიდევ რაიმე?!" - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი