დავით ქართველიშვილი ოპოზიციის დუმილზე ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით: "კრავთა დუმილი" და შიში, რამეთუ ჩვენი შეკითხვები გააზრებული აქვთ, ხოლო საკუთარი პასუხები კოშმარული სიზმრების კატეგორიისაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
614 08 მარტი 2024, 15:55
"ძალიან მარტივი კითხვები უნდა დავუსვა ამ {ლგბტ} პროპაგანდის ლატენტურ მიმდევრებს. მერე ყველაზე ორიგინალურ პასუხებს ბანერებზე დავიტანდი, შემეცნებით და საარჩევნო კლიპებს გამოვუშვებდი და საკონსტიტუციო უმრავლესობას დიდი ძალისხმევის გარეშე მოვიპოვებდი შემოდგომაზე," -  ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ოპოზიცია "ცუდი რომ არის ლგბტ პროპაგანდა ამაზე ვერ სცემენ პასუხს, იცით რატომ?! იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ თავისი პატრონების"

ქართველიშვილის თქმით, ოპოზიცია დუმს, რადგან შეკითხვები გააზრებული აქვთ, ხოლო მათი  პასუხები  კოშმარული სიზმრების კატეგორიისაა.


„ძალიან მარტივი კითხვები უნდა დავუსვა ამ პროპაგანდის ლატენტურ მიმდევრებს. მაგალითად ესეთი - თქვენს ოჯახში მშობელთა ნუმერაციის მიხედვით თქვენ რომელ ადგილზე ხართ? ქალ-ვაჟი მყავსო ერთხელ გითქვამთ, და თქვენი გენდერულად ნეიტრალური შვილების მაგივრად ამას თამამად რატომ აცხადებთ - არ გეშინიათ? სქესის შეცვლის ნებართვას ხომ მისცემთ თქვენს შვილებს, რამე რომ იყოს? ამის აუცილებლობის დარწმუნებაში ხომ დაეხმარებით?
ნიდერლანდებისა და შვეიცარიის მსგავსად, ინცესტის გარკვეული სახეობების ლეგალიზაციაზე რა აზრისა ბრძანდებით? ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში, ეთანხმებით თუ არა, პედოფილიის ისეთი შემთხვევების დეკრიმინალიზაციას, სადაც ინტიმური კავშირი დგება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ურთიერთპრეტენზიების გარეშე? რას ფიქრობთ ქართულ სპორტში ტრანსგენდერების კვოტირებაზე? და სხვა უამრავი სხვა - საინტერესო და თანამედროვე შეკითხვები...
მერე ყველაზე ორიგინალურ პასუხებს ბანერებზე დავიტანდი, შემეცნებით და საარჩევნო კლიპებს გამოვუშვებდი და საკონსტიტუციო უმრავლესობას დიდი ძალისხმევის გარეშე მოვიპოვებდი შემოდგომაზე. ამიტომაც გვაქვს "კრავთა დუმილი" და შიში, რამეთუ ჩვენი შეკითხვები გააზრებული აქვთ, ხოლო საკუთარი პასუხები  კოშმარული სიზმრების კატეგორიისა“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი