თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა, ისინი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე „თბილისი პრაიდის“ მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას მიჰყვებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
546 09 მარტი 2024, 16:47

„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „თბილისი პრაიდი" აქციებს დაიწყებს.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა და ისინი “თბილისი პრაიდის” მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას მიჰყვებიან.

მეგრელიშვილის თქმით, ფაქტია ბრძოლას გვიცხადებენ, უფლებების სახელით სურთ ჩვენი უუფლებოდ ქცევა! თუმცა ამორალურობის პროპაგანდას საქართველოში უფლება არ ააქვს!

„ოპოზიციური სპექტრის დუმილი გაიშიფრა, ისინი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე მიჰყვებიან “თბილისი პრაიდის” მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ სტრატეგიას კერძოდ, "თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.
ისინი საწყის ეტაპზე თითქოს თავს იკავებენ ამ საკითხზე კომენტარისაგან და ელოდებიან კანონპროექტის შემუშავებას და გასაჯაროებას, რათა შემოთავაზებულ შინაარსს გადახედონ და საზოგადოება (ახალგაზრდები) კონკრეტულ მესიჯბოქსზე წამოაგონ, თუმცა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, კანონპროექტის შინაარსის მიუხედავად, უკვე დაგეგმილი აქვთ.

ფაქტია ბრძოლას გვიცხადებენ, უფლებების სახელით სურთ ჩვენი უუფლებოდ ქცევა! თუმცა ამორალურობის პროპაგანდას საქართველოში უფლება არ ააქვს! რადგან ქართული სახელმწიფო არ და ვერ შეუერთდება ამ ცოდვის ზეიმს და ამ საკითხს სამართლებრივად მაინც დაარეგულირებს.

მინაწერი: ფაქტი ფაქტად რჩება, ყველა ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან იდეური ერთობით დაკავშირებული ძალები დგანან”- წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი