ედიშერ გვენეტაძე: ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების პროცესი მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანებში იწვევს ფართოდ რეკლამირებული ევროპული ღირებულებების ნიველირებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
476 12 მარტი 2024, 16:01

ფართოდ გაჟღერებული ევროპული ღირებულებების უამრავი წყლული წარმოაჩინა თანამედროვეობამ. ზოგჯერ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების ისეთი პროცესი მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გასული საუკუნის 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირში - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდადებული ადამიანების თავისუფლად გადაადგილება ევროპის ქვეყნებში, საზოგადოებაში აჩენს კითხვებს, რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საერთაშორისო დონის კრიმინალების მფარველობა, მექრთამეობის ისეთი მაგალითები, როგორიც „კატარგეითი" იყო, საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების ნიველირებას უწყობს ხელს.

„ფართოდ გაჟღერებული ევროპული ღირებულებების უამრავი წყლული წარმოაჩინა თანამედროვეობამ. ზოგჯერ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების ისეთი პროცესი მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გასული საუკუნის 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირში. ასე მაგალითად - პოლიტიკის და კორუფციის ანუ დაკანონებული ლობიზმის შერწყმა ერთმანეთთან, თეთრის შავად წარმოდგენა და შავის თეთრად და ამის ნიადაგზე ადამიანებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა, საერთაშორისო დონის კრიმინალების უაპელაციოდ პატრონობა და მფარველობა, არნახული მასშტაბების მექრთამეობა (ე.წ. კატარგეიტი მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში), პოსტსაბჭოთა ქვეყნების შინაურ საქმეებში უპრეცედენტო მასშტაბებით ჩარევა და ისეთ დამნაშავე, ვაი-პოლიტიკოსებზე საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე შეფობა, როგორებიცაა: სააკაშვილი, ზელენსკი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე... რაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ ადამიანებში იწვევს ფართოდ რეკლამირებული ევროპული ღირებულებების ნიველირებას!" - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი