ლევან ნიკოლეიშვილი "ვეტინგის" მომხრე ხუთ მოსამართლეზე: ასეთ ხალხს რა ჰქვია, საკუთარი თავის და სადაც მუშაობენ იმ სისტემის შეურაცხმყოფლები? - ისინი რადიკალ-მავნებლების უპირობო მოკავშირეები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
641 15 მარტი 2024, 15:47
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი,  მოსამართლეების: ქეთევან მესხიშვილის, ნინო ბაქაქურის, მადონა მაისურაძის, მამუკა წიკლაურის და ეკატერინე გასიტაშვილის მიერ ე.წ. "ვეტინგის" სისტემის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში აფასებს.

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეები "ვეტინგის" მხარდაჭერით შეურაცხყოფენ როგორც საკუთარ თავს, ასევე იმ სისტემას, სადაც მუშაობენ. მისივე თქმით, სწორედ ისინი არიან რადიკალების უპირობო მოკავშირეები და მზად არიან, უცხოელების სურვილის შემთხვევაში, "ცალ ფეხზე იხტუნაონ."

"ასეთ ხალხს რა ჰქვია, საკუთარი თავის და სადაც მუშაობენ იმ სისტემის შეურაცხმყოფლები? აი, ეს ხალხი  ვითომ იძახის ვინც გინდა შემამოწმოსო, სინამდვილეში კი უცხოელებს ეუბნებიან, თუ მეტყვით ვიმუშავებ მოსამართლედ, თუ არადა თქვენ თუ გინდათ და საჭიროდ ჩათვლით, ცალ ფეხზე ვიხტუნავებო?! სინამდვილეში, სწორედ ეს ხალხია რადიკალ-მავნებლების უპირობო მოკავშირეები!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი