დავით ქართველიშვილი: "ხალხის ძალა" წელიწადნახევრის წინ გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენლების მიერ საქართველოსთვის გადაცემული 6 მილიარდი დოლარის თემას - დასახელებულ და რეალურად მიღებულ თანხებს შორის დავინახეთ მილიარდნახევრიანი დასაბუთებული სხვაობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
648 19 მარტი 2024, 14:30
"ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობის სტატუსში, "ხალხის ძალა" წელიწადნახევრის წინ თავის განცხადებაში გამოეხმაურა აშშ-ს წარმომადგენლების მიერ, საქართველოსთვის გადაცემული 6 მილიარდი დოლარის თემას. ქართველი ხალხი უმადური არასდროს ყოფილა, მაგრამ არც გადამეტებული მადლიერება სჩვევია მას," - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, "ხალხის ძალამ" ათვისებულ თანხებშიც დაინახა სხვაობა, კერძოდ, რა თანხა მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და რამდენი - მოქმედმა ხელისუფლებამ; ასევე, თანხის რა ნაწილი მიიღო არასამთავრობო სექტორმა და რა ნაწილი - ქართველმა ხალხმა.
"ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობის სტატუსში, "ხალხის ძალა" წელიწადნახევრის წინ თავის განცხადებაში გამოეხმაურა აშშ-ს წარმომადგენლების მიერ, საქართველოსთვის გადაცემული 6 მილიარდი დოლარის თემას. ქართველი ხალხი უმადური არასდროს ყოფილა, მაგრამ არც გადამეტებული მადლიერება სჩვევია მას. ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში დასახელებულ და რეალურად მიღებულ თანხებს შორის დავინახეთ მილიარდნახევრიანი დასაბუთებული სხვაობა. ამავდროულად, ათვისებულ თანხაშიც გავარჩიეთ, თუ რამდენი ეღირსა სააკაშვილის რეჟიმს და რამდენი - მოქმედი ხელისუფლების პერიოდს, აქედან რამდენი ერგო "ენ-ჯე-ო" სექტორს და რამდენი ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკელები "წყალში ფულს არ ყრიან" და თითოეული დახარჯული დოლარის მიზნობრიობა მკაცრ კონტროლზე აქვთ აყვანილი. საკითხავი ერთია - ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოს მიმართ არსებობს? როდესაც The Wall Street Journal-მა გვამცნო (https://www.wsj.com/.../watchdog-report-on-afghan...), რომ ამერიკელებმა ისე დატოვეს ავღანეთი, რომ თალიბების მთავრობას 7,2 მილიარდი დოლარის ღირებულების თანამედროვე შეიარაღება დაუტოვეს, ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან ვერსად ვნახეთ ამ ციფრების სიამაყით გაჟღერების ან ქაბულის ხელისუფლებისაგან მადლიერების გამოხატვის მოთხოვნები. ხოლო ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ჩნდება ეჭვი - ვისთვის ან რისთვის იქნა გაღებული ესოდენ ძვირადღირებული საჩუქარი?
როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილმა მაღალჩინოსანმა ვიქტორია ნულანდმა წელიწადნახევრის წინ გვამცნო, რომ უკრაინისთვის მილიარდობით გაღებული დახმარების მიზნობრივად გამოყენების კუთხით გაჩენილი კითხვების გამო, კიევში მიემგზავრება საერთაშორისო აუდიტის ჯგუფი - გავიდა დრო, შემოწმების შედეგები სადაა? თუ საქართველოს შემთხვევაში გადამეტებით "კაპიკ-კაპიკად" დათვლილი თანხა გამადიდებელი შუშით უნდა იქნას განხილული, ხოლო უკრაინის აუდიტის დასკვნამ შეიძლება გულების მასობრივი ხეთქვა გამოიწვიოს? სწორედ ქართული მადლიერების გრძნობა გვამოძრავებდა ჩვენ, "ხალხის ძალას", როდესაც ამერიკული FARA-ს მსგავსად გვინდოდა არ გამოგვრჩენოდა არც ერთი ჰუმანიტარული თუ კულტურული პროექტი, დაფინანსებული ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხებით. შედეგად მივიღეთ "რუსული პარანოია" და USAID-ის მიერ ჩამოყვანილი "მაიდანების" სერბი ტექნოლოგები. ასე რომ, როდესაც ქართველ ხალხს "კალკულატორის გამოყენების" უფლებას ართმევ, როგორც "რუსული დათვლის" წესის სახეობას - დახარჯული თანხების ოდენობას ნუ გვამადლით გეთაყვა..." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი