ნატა ფერაძე-“ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
615 19 მარტი 2024, 21:34
აქტივისტი ნატა ფერაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, ათობით მილიონი ლარი ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე დაიხარჯა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. 
 აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კონკორდატს ვერ პატიობს. “ნაციონალურ მოძრაობას ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო. ნახევარუჯრედიანი ხაბეიშვილი და მისი მართული პარტია ამას არ აღიარებს. იქნებ ამ საკითხზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ღიად და დაუფარავად გაგვაცნოს პოზიცია?”- წერს ნატა ფერაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი