დავით ქართველიშვილი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე: აუცილებლად იქნება მიღებული ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დამცველი კანონი, რამეთუ დადგა ამის დრო, უკვე გაცხადებული და გააშკარავებული საფრთხეების გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
526 22 მარტი 2024, 11:03
„ამ მკალთა (კალიების) ზეგავლენა და ხელმწიფება ადამიანის, მისი ფიზიკური და სულიერი ბუნების გაუკუღმართებულ გარდაქმნაზე ვლინდება მხოლოდ. ფლორასა და ფაუნას არ ეხება პირიქით, "ფრთადაკარგული პეპლების გადარჩენის საზოგადოებისა" თუ "გირჩნაკლულ წიწვოვანთა შველის ასოციაციის" სახელით მათ ფსევდოჰუმანურობით შეცდომაში შეჰყავთ ის ადამიანები, რომლებშიც უფლისმიერი ხატისა და მსგავსების, "გენდერული ბუნების" რეფორმაცია უნდა მოახდინონ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი  დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონი აუცილებლად მიღებული იქნება და ამას ვერაფერი შეუშლის ხელს. 




 „და მაინც, ვინ და რატომ ებრძვის ასე გაშმაგებული ჩვენს თანამედროვე ცივილიზაციას და მათ შორის საქართველოს. წმ. იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაში" ამაზეც იძებნება პირდაპირი მინიშნება...

"და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ.

და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა".

ჯურღმულიდან გამოშვებული იქნა ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოტოლერანტობის და ფსევდოჰუმანიზმის ბნელი კვამლი და მოედო მთელს ტრადიციულს, თვითმყოფად, კონსერვატიულ და ქრისტიანულ სამყაროს...

"და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა.

და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა".

ამ მკალთა (კალიების) ზეგავლენა და ხელმწიფება ადამიანის, მისი ფიზიკური და სულიერი ბუნების გაუკუღმართებულ გარდაქმნაზე ვლინდება მხოლოდ. ფლორასა და ფაუნას არ ეხება პირიქით, "ფრთადაკარგული პეპლების გადარჩენის საზოგადოებისა" თუ "გირჩნაკლულ წიწვოვანთა შველის ასოციაციის" სახელით მათ ფსევდოჰუმანურობით შეცდომაში შეჰყავთ ის ადამიანები, რომლებშიც უფლისმიერი ხატისა და მსგავსების, "გენდერული ბუნების" რეფორმაცია უნდა მოახდინონ. ერთადერთი,  ვისზეც ვერ განხორციელდება ეს მავნე ზეგავლენა: "შუბლზე ღმრთის ბეჭდის", მყარი ტრადიციული, პატრიოტული და სარწმუნოებრივი პრინციპების მქონე ადამიანებია...

"და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი".

აქ "ხუთი თვე" რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობისაა, მიესადაგება კალიების (მკალთა) წლიური აქტიურობის ხანგრძლივობას, ანუ, ფსევდოლიბერალიზმი განწირულია მოკლევადიანი "გამეფების" შემდგომ გარდაუვალ დასამარცხებლად. მაგრამ მისი დამანგრეველი კვალი ცივილიზაციურ ტრადიციებზე და ადამიანურ ბუნებაზე რა თქმა უნდა, უმძიმესი იქნება...

"და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ".

აპოკალიფსურმა "გამოცხადებამ" ამ მკალთა, ამ მოკლევადიანი უბედურების მომტანი ხელმწიფის სახელიც გაგვანდო - ავადონ. სწორედ, მის მოჯადოებულ ტყვეობაში ჩავარდა დღეს თანამედროვე ცივილიზაცია, მათ შორის ჩვენი დების, ძმების, შვილებისა და შვილიშვილების დიდი ნაწილი. 

მაგრამ ხელმწიფება მისი არახანგრძლივი იქნება, შესაძლოა, მისი ერთ-ერთი ბოლო გაფართხალების მოწმენიც კი ვართ. 

ამიტომ, ებრძვის ავადონი და მისი აქაური მკალნი ეშმაკეული შეპყრობით, ასეთი გაშმაგებით საქართველოს ერთადერთ კუთხეს კაცობრიობის ისტორიაში, სადაც მომავალი ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს.

ამიტომ, აუცილებლად იქნება მიღებული ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დამცველი კანონი, რამეთუ დადგა ამის დრო, უკვე გაცხადებული და გააშკარავებული საფრთხეების გამო.

ხოლო, საკუთარი თავების კიდევ ერთი ლუსტრაციის წინაშე მყოფნი, ვერანაირი ადგილობრივი მკალნი და მათი მფარველი ავადონი ჩვენ ამაში ხელს ვერ შეგვიშლიან“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი