ედიშერ გვენეტაძე: აუცილებელია სახელმწიფოებრივი მიდგომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც მიზანდასახულად ახდენენ საქართველოს დისკრედიტაციას გარედან შემოსული დამალული ფულის მეშვეობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
433 23 მარტი 2024, 18:19

აუცილებელია მიზანმიმართული, სახელმწიფოებრივი მიდგომა და მუშაობა იმ არასამთავრობო, სინამდვილეში კი ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც გეგმაზომიერად, მიზანდასახულად ახდენენ საქართველოს დისკრედიტაციას სათანადო გაუმჭვირვალე ქვეყნის გარედან შემოსული შავი, დამალული ფულის მეშვეობით, - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ბრძოლა და გამოვლინება იმ კოლექტიური მეხუთე კოლონის მისამართით, რომლებიც ე.წ. არასამთავრობოთა ცხვრის ქურქში არიან გახვეულნი.

„დიახ, აუცილებელია მიზანმიმართული, სახელმწიფოებრივი მიდგომა და მუშაობა იმ არასამთავრობო, სინამდვილეში კი ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც გეგმაზომიერად, მიზანდასახულად ახდენენ საქართველოს დისკრედიტაციას სათანადო გაუმჭვირვალე ქვეყნის გარედან შემოსული შავი, დამალული ფულის მეშვეობით. ამიტომაც სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ბრძოლა და გამოვლინება იმ კოლექტიური მეხუთე კოლონის მისამართით, რომლებიც ე.წ. არასამთავრობოთა ცხვრის ქურქში არიან გახვეულნი!
და სინამდვილეში კი უშუბლ ძარღვოდ დაბადებულნი, თვალის დაუხამხამებლად, დოლარებისა და ევროების სანაცვლოდ ჰყიდიან, საქართველოს მოსახლეობისათვის და სახელმწიფოს ინტერესებს!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი