დავით ქართველიშვილი „ენჯეოებზე“: ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
499 23 მარტი 2024, 18:21

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გაუმჭვირვალობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ მეხუთე კოლონას მოუწევს, სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლას შეეგუოს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გამჭვირვალობის კანონის უკან გამოწვევითა და თითქოსდა, ტაქტიკური „მარცხით“, საქართველოს სტრატეგიული გამარჯვებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული.

„ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ ამ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება. ერთი წელიწადი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ „გლობალური ომის პარტიის“ ადგილობრივ მარიონეტებს „ხალხის ძალისა“ და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი ესკალაციისა და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით გადადგმული ნაბიჯი შეეფასებინა: გამჭვირვალობის კანონის უკან გამოწვევითა და თითქოსდა, ტაქტიკური „მარცხით“, საქართველოს სტრატეგიული გამარჯვებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული.

ეს გამარჯვება გადის ყველა იმ პოლიტიკურ ნაბიჯზე, რომლის გადადგმა პირდაპირ არის დაკავშირებული „ხალხის ძალასთან“ და აუცილებლად იქნება ხორცშესხმული: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლება, სამშობლოს მოღალატეებისათვის მათთვის განკუთვნილი მუხლის დაბრუნება სსკ-ში, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, დეზინფორმაციის და ცილისწამების ძვირადღირებულ კატეგორიაში საკანონმდებლო გადაყვანა და დიახ, ამ მავნებლების გამჭვირვალობის შესახებ კანონის რეანიმირება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი