ზურაბ ქადაგიძე - წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა, 2012 წელს კი 147-ე ადგილზე გავიდა - სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
628 26 მარტი 2024, 11:02
ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM)  წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. 

ქადაგიძე იხსენებს 2012 წლის კვლევის მონაცემებს, სადაც საქართველო 147-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელორუსს, ავღანეთს, ლიბიასა და ა.შ.

მისივე თქმით, „სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში, ახლა კი კრემლის უკანა ეზო ვართ. არადა, რუსეთიც კი გვისწრებდა 2012-ში და საერთო შეფასებით, 33 საშიშ ქვეყანათა სიაში ვიმყოფებოდით.“


„ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM)  წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია - ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, მესამე პოზიციაზე. საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ავსტრალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ლატვიასა და ა.შ.
ამავე ორგანიზაციის კვლევით - 2012 წელს საქართველო მსოფლიოში წამებისაგან თავისუფლებით 147-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელორუსს, ავღანეთს, ლიბიას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანსა და ა.შ.
P.S. რა ვქნათ ახლა, სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში, ახლა კი კრემლის უკანა ეზო ვართ. 
არადა, რუსეთიც კი გვისწრებდა 2012-ში და საერთო შეფასებით, 33 საშიშ ქვეყანათა სიაში ვიმყოფებოდით.“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი