ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: ე.წ. ვეტინგი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში რომ დაგეტესტათ, არა?! იქნებ ასე მაინც დაიქვემდებაროთ ევროპის მიუკერძოებელი სასამართლო, თორემ გაგაშიშვლათ ყველა ერთად და სირცხვილია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
485 28 მარტი 2024, 12:44
რა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, გვარამიას საქმე განხილვაშიც რომ არ დატოვა?! პირველი - გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძემ მაღალი კვალიფიკაციითა და ჭეშმარიტი გარემოებების შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება და მეორე - გვარამია არის კრიმინალი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამერიკის ყოფილი ელჩი და ევროკავშირის ელჩი, დიპლომატები, საერთაშორისო აქტორები, ქართული და უცხოური არასამთავრობოები მიზანმიმართულად ეწეოდნენ პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსინუაციას, რაც გვარამიას გმირად და პოლიტდევნილად გასაღებაში გამოიხატებოდა, ზურაბიშვილს კი უაპელაციოდ შეაწყალებინეს კრიმინალი.

„რა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, გვარამიას საქმე განხილვაშიც რომ არ დატოვა?!
პირველი - გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძემ მაღალი კვალიფიკაციითა და ჭეშმარიტი გარემოებების შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება. და მეორე - გვარამია არის კრიმინალი. ფაქტობრივად, ევროპულმა სასამართლომ თავი ახადა პანდორას ყუთს და ნათელი მოჰფინა იმ შეთქმულებას, რაც ქართული მართლმსაჯულების წინაშე ხორციელდებოდა.

ამერიკის ყოფილი და ევროკავშირის ელჩი, დიპლომატები, საერთაშორისო აქტორები, ქართული და უცხოური არასამთავრობოები მიზანმიმართულად ეწეოდნენ პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსინუაციას, რაც გვარამიას გმირად და პოლიტდევნილად გასაღებაში გამოიხატებოდა. ზურაბიშვილს კი ჯიბის თოჯინასავით მოექცნენ და უაპელაციოდ შეაწყალებინეს კრიმინალი. ამერიკის ყოფილმა ელჩმა ისიც იკადრა, რომ საქმის მოსამართლე ჩხიკვაძეს პასუხი მოსთხოვა გადაწყვეტილების გამო და შესაბამისად, ამერიკაში ვიზიტიც კი აუკრძალა!

რა დონის უტიფრობა და თავნებობაა, რომ დღეს კვლავ აგრძელებენ ზემოხსენებული აქტორები იმავეს და ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას ცდილობენ?! P.S. ისე, ერთი შეთავაზება მექნება ზემოხსენებულ აქტორებთან - ე.წ. ვეტინგი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში რომ დაგეტესტათ, არა?!

იქნებ ასე მაინც დაიქვემდებაროთ ევროპის მიუკერძოებელი სასამართლო, თორემ გაგაშიშვლათ ყველა ერთად და სირცხვილია!
ქართველი ხალხისთვის კი თქვენი რეპუტაცია ნულს ქვემოთაა!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი