ერთჯერადი დახმარება მრავალშვილიანებს, შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 24 აპრილი 2020, 14:58
სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დაეხმარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა და განმარტა, კონკრეტულად რომელი კატეგორიის ოჯახები მიიღებენ დახმარებას.


„მოგეხსნებათ, სოციალურად ჩვენ საკმაოდ რთულად სტრუქტურირებული საზოგადოება გვაქვს. გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებსა და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღებისა და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე და ის ჯგუფები, რომლებიც აქ არის ჩამოთვლილი, ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარებას მიიღებენ. რას ნიშნავს ეს – ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 ათასსა და 100 ათასს შორის, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უკვე ეხმარება ამ მოქალაქეების ჯგუფს 65 000 ქულამდე, მაგრამ ყურადღების გარეშე არის დატოვებული 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც ვეხმარებით მრავალშვილიანების და არასრულწლოვნების ყოლის პირობებში, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, ჩვენ გადავწყვიტეთ, ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით და ეს არის საქართველოში 70 000 ოჯახი, რაც არის დაახლოებით 190 ათასი მოქალაქე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამასთან ერთად, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ სამი და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე სახელმწიფო დაეხმარება ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით.

„ასეთი ოჯახების რაოდენობა საქართველოში დღეს არის 21 000 ოჯახი და ეს მოიცავს 130 000 მოქალაქეს.  ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რამეთუ მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური გამოწვევებისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მრავალშვილიანი ოჯახები არიან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, სჭირდება ფინანსური დახმარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი