ვატო შაქარიშვილი: ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენების და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის LGBT პროპაგანდისტი ტელევიზია “ფორმულას” დღევანდელი ეთერი - თავს დაესხნენ ეკლესიას და გააკრიტიკეს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
560 01 აპრილი 2024, 16:46
ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენების და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის LGBT პროპაგანდისტი ტელევიზია “ფორმულას” დღევანდელი ეთერი!  მოწვეული ჰყავდათ ტრანსგენდერი და ღიად მიდიოდა LGBT თემატიკის რეკლამირება, ასევე სქესის შეცვლის პროპაგანდა! -  ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, გრანტების მიღების შედეგად, დაიწყო პროპაგანდის გავრცელებაც - "ფორმულას" ეთერში LGBTQ თემებზე საუბრისას, თავს დაესხნენ ეკლესიას და გააკრიტიკეს მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც.

"წამოვიდა გრანტები და ამოიქოქა პროპაგანდა! 
ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენების და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის LGBT პროპაგანდისტი ტელევიზია “ფორმულას” დღევანდელი ეთერი! 
მოწვეული ჰყავდათ ტრანსგენდერი და ღიად მიდიოდა LGBT თემატიკის რეკლამირება, ასევე სქესის შეცვლის პროპაგანდა!
თავს დაესხნენ ეკლესიას და ცხადია გააკრიტიკეს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც…
ვერანაირი უცხოური ფულით ვერ შეაჩერებთ ამ პროცესს! წილი ნაყარია - ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, ძლიერი და ჯანსაღი ოჯახი, ტრადიციული ღირებულებები, ხოლო მეორე მხარეს - უკუღმართობა, გარყვნილება, სიკვდილის იდეოლოგია, რომელსაც იცავს უცხოური ფულით დაფინანსებული მცირერიცხოვანი აგენტურული ქსელი!" - წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი