დავით ქართველიშვილი: დღე არ გადის არ გეუფლებოდეს შეგრძნება, რომ სწორედ დასავლური ძალები ხერხავენ სამხრეთ კავკასიის იმ ტოტს, რომელზეც სხედან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
435 02 აპრილი 2024, 18:40

მე მგონი, გადაღლას ვატყობ მათ რიგებში და ძალიან ახლოს არიან ისტერიულ და ხმამაღალ აღიარებასთან: არა - თქვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას! არა - თქვენს ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით იმ ძალებს მიმართავს, რომლებიც უსაფრდებიან ხელისუფლებას, კბენენ ქვეყანას და ცდილობენ თავს მოახვიონ ერს თავისი მახინჯი ღირებულებები.

„მსგავს თემატიკაზე არაერთი ანდაზა თუ გამონათქვამი არსებობს: ნუ ჭრი ტოტს, რომელზეც ზიხარ; ნუ იფურთხები ჭაში, საიდანაც წყალს სვამ; ნუ კბენ შენს მკვებავ მარჯვენას; ნუ კლავ ოქროს კვერცხების მდებ ქათამს და ა.შ. დღეს სამხრეთ კავკასიაში საქართველო ჯერ კიდევ რჩება დასავლეთისთვის ერთ-ერთ, თუ არა ერთადერთ პარტნიორად, რომელიც ქვეყნის შიგნით მზარდი და ობიექტური უკმაყოფილების მიუხედავად, მყარად იცავს ევროინტეგრაციის მიმართ თავისი საკონსტიტუციო ჩანაწერის სულისკვეთებას. თუმცა, დღე არ გადის არ გეუფლებოდეს შეგრძნება, რომ სწორედ ეს დასავლური ძალები ხერხავენ სამხრეთ კავკასიის იმ ტოტს, რომელზეც სხედან; სისტემატურად იფურთხებიან მის ჭაში; კბენენ საქართველოს და მის კისერთან დაკვლის სურვილით, დანით არიან ჩასაფრებულნი. გარდა ამისა, მზად არიან „ნეო-ინკვიზიციის" კოცონზე დაწვან ჩვენი კონსტიტუციაც, თავისი „ევრო-ჩანაწერით", ჩვენი სახარებაც, რომელშიც სათავისოდ დიდ და გადაულახავ საშიშროებას ხედავენ, და რა თქმა უნდა, ქვეყნის „არატრანსგენდერული" მოსახლეობაც. ამ დროს კი, თითქოსდა პოპკორნით ხელში აკვირდები მათ ამ ძალისხმევას და ყოველდღიურად რამე ახალ ანტიქართულ გამოვლინებას ელოდები და უკვე ნამდვილად აღარ გეჩვენება (მართლაც ხომ იდიოტები არა ვართ) და უბრალოდ გაინტერესებს, სადამდე არიან მზად იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველო - ქართველების გარეშე, საქართველო - სუვერენიტეტის გარეშე, საქართველო - სარწმუნოების გარეშე ჰქვია. ერთადერთი, არ აძლევ მათ ნაადრევი სიხარულის შესაძლებლობას. ელოდები, რომ ბოლომდე თავად გააჟღერონ შენთან მიმართებით არსებული საკუთარი მიზნები.

მე მგონი, გადაღლას ვატყობ მათ რიგებში და ძალიან ახლოს არიან ისტერიულ და ხმამაღალ აღიარებასთან: არა - თქვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას! არა - თქვენს ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს! მანამდე კი, სანამ ამ განწირულ ყვირილს მათგან არ მოვისმენთ, დიახ, დათქმებსაც გავითვალისწინებთ და რეკომენდაციებსაც. დიახ, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას და დიახ, დავრჩებით საიმედო პარტნიორად. ოღონდ! ღირსების, სუვერენიტეტის, მამულის, ენის, სარწმუნოების, ღმერთისა და ადამიანის ინტერესების თქვენს ინტერესებზე მაღლა დაყენების ხარჯზე. აბა ვნახოთ, შეძლებთ თუ არა ჩვენი ღმერთის და მისი ერთგული მრევლის დამარცხებას, თუ ჩვენი დახმარებით მის წინაშე დამარცხდებით თქვენ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი