ლევან ნიკოლეიშვილი "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო კამპანიაზე- 4 ტყუილი რის შემოსაღებასაც აპირებენ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით- მარტივი განმარტებაა რა ტყუილსა და დეზინფორმაციას გვთავაზობენ მავნებლები და რა არის სინამდვილეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
377 05 აპრილი 2024, 12:11
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლების მიერ დაწყებულ „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება და ამის საპირწონედ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, რომლის მიხედვითაც ჩანს, რატომ არის ეს კანონპროექტი ევროპული და არა რუსული. „4 (ოთხი) ტყუილი რის შემოსაღებასაც აპირებს ნიკა გვარამია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით: რატომ 4 და არა 5, როგორც ჩანს ყოფილ ნაციონალსა და ახლა უფრო ახალ ნაციონალს ციფრი 5 აღარ ეპიტნავება (შესაძლოა უკვე ხელმოცარულობის ნიშანი ჰგონია), თან 4 უფრო მოსწონს, აკი საარჩევნოდ სწორედ ეს ციფრი აიღო, უფრო სწორედ 4-ში ჩაეკვეტა ნიკა მაჭუტაძეს! ისე, რუსულ წისქვილზე ნაცებმა და მისმა მიდევრებამ, რომ წყალი დაასხეს დაწყებული ჩვენი ტერიტორიების 20% ხონჩით მირთმევიდან სტრატეგიული ობიექტების გადაცემა-ჩუქებით, მგონი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს! ქვემოთ კი მარტივი განმარტებაა რა ტყუილსა და დეზინფორმაციას გვთავაზობენ მავნებლები და რა არის სინამდვილეში.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი