ლევან ნიკოლეიშვილი: ვინ ეძახის კანონს რუსულს? მავნებელი არასამთავრობოები და რადიკალი პოლიტიკოსები, დაზაფრულები იმით, რომ მათი ფინანსები და საქმიანობა გამჭვირვალე გახდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
405 06 აპრილი 2024, 15:17

პირდაპირ გეტყვით, ამ გამჭვირვალეობის კანონისთვის რუსული კანონის შერქმევაზე - გოიმობა და უვიცობაა, ხოლო შემრქმევი, მავნებელთან ერთად ზედმეტად უვიციც! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “გამჭვირვალობის კანონს” “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ არამხოლოდ ქართველი რადიკალები, არამედ ის მავნებელი უცხოელები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ირწმუნებოდნენ, როლ მიხეილ სააკაშვილი წამების მსხვერპლი იყო და კვდებოდა.

„პირდაპირ გეტყვით, ამ გამჭვირვალეობის კანონისთვის რუსული კანონის შერქმევაზე - გოიმობა და უვიცობაა, ხოლო შემრქმევი, მავნებელთან ერთად ზედმეტად უვიციც! მოდით, ვნახოთ, ვინ ეძახის ამ კანონს რუსულს:

1. შეშინებული მავნებელი არასამთავრობოები და რადიკალი პოლიტიკოსები, დაზაფრულები იმით, რომ მათი ფინანსები და საქმიანობა გამჭვირვალე გახდება.

2. გაუნათლებელი და მათი უვიცი მხარდამჭერები, რომლებსაც წაკითხული არც აქვთ კანონი და არგუმენტად მოაქვთ, რომ არც წაიკითხავენ, ვინაიდან მაინც რუსულია.

3. ის მავნებელი უცხოელები, რომლებიც გუშინ სააკაშვილს წამების მსხვერპლად და მომაკვდავად გვტენიდნენ, რომლის საავადმყოფოდან საზღვარგარეთ არ გადაყვანის შემთხვევაში მისი სიცოცხლის დღეები და საათები დათვლილი იყო.

4. ვინც გინდა და რაც არ უნდა მაღალი რანგის უცხოელი თანამდებობის პირი იყოს, რომელსაც ასევე არ აქვს წაკითხული და ისე აკეთებს განცხადებებს, ფაქტობრივად აღიარებს, რომ ქართველი მავნებელ-რადიკალების გავლენის ქვეშ არის მოქცეული.

5. ყველა უცხოელი, რომელიც ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება, პირდაპირ თუ ირიბად ერთვება ჩვენს საშინაო საქმეებში და პატივს არ სცემს ჩვენ სუვერენიტეტს.

6. ყველა უცხოელი ამ კანონზე წაუკითხავად მსჯელობის გარეშე დასკვნის გამოტანით, ეთანხმება ან ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში შავი ფულის შემოდინებას.

7. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ კანონი და მერე გამოთქვით მოსაზრებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მე პირადად ასეთ ხალხს უცხოელს თუ ქართველს, მარტივად ვთვლი წერა-კითხვის უცოდინარ უვიცად, რომელიც ასე მარტივად ექცევა მავნებლებისა და რადიკალების გავლენის ქვეშ!” - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი