გოდერძი ძებისაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 07 აპრილი 2024, 18:31

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე დღეს ოთხმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ იასპარეზა, რომელთაგანაც ფინალში გასვლა და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება გოდერძი ძებისაშვილმა (65კგ) მოახერხა.

ქართველმა ტურნირის ნახევარფინალში მოლდოველი მოჭიდავე 2:1 დაამარცხა. ოლიმპიურ ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებს ვლადიმერ გამყრელიძესაც (86კგ). იგი ბაქოს ტურნირის ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ნაიფონოვს დაუპირისპირდება.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ შეჯიბრების ფინალისტები მიიღებენ.

პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია დღემდე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს – გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) აქვთ მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებამ 90 მილიონ ევროს მიაღწია
ლუის ენრიკე: ერთადერთი თასი, რომელიც კლუბის მუზეუმს აკლდა, ახლა ჩვენია. შესანიშნავია როდესაც ხალხს ამდენს სიხარულს ანიჭებ
ხვიჩა კვარაცხელია - ვფიქრობდი, პატარა ბიჭზე, რომელსაც ეს ოცნება ჰქონდა, ერთად ჩამიარა ყველაფერმა, იმ პერიოდმა, რაც გავიარე ფეხბურთთან ერთად
ხვიჩა კვარაცხელია: ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ - მჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შესაძლებელი იყო
არქივი