დავით ქართველიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ათი მცნების გაშარჟებაზე: ასე ხდება ხოლმე, როდესაც თან „ბიბლიურ თავისუფლებას" ქადაგებ, მაგრამ იმის გამბედაობა არ გყოფნის, რომ რეალურად „ბიბლიისაგან თავისუფლებას" აწვები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
454 08 აპრილი 2024, 12:43
„ასე ხდება ხოლმე,  როდესაც თან „ბიბლიურ თავისუფლებას" ქადაგებ, მაგრამ იმის გამბედაობა არ გყოფნის, რომ რეალურად „ბიბლიისაგან თავისუფლებას" აწვები. თან რომ ცდილობ წმინდა წერილზე „ტონკად" იღადაო, მაგრამ გეტყობა, რომ მაინც რაღაცის შიში გაჩერებს, ამიტომაც „ისე რა" ხუმრობა გამოგდის“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ათი მცნების გაშარჟებას. 

როგორც დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, „გირჩს“ ლუკას სახარება პასუხობს, - „ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით".

„ასე ხდება ხოლმე, „მონსენიორ", როდესაც თან "ბიბლიურ თავისუფლებას" ქადაგებ, მაგრამ იმის გამბედაობა არ გყოფნის, რომ რეალურად "ბიბლიისაგან თავისუფლებას" აწვები. თან რომ ცდილობ (დიდ მარხვაში განსაკუთრებით) წმინდა წერილზე "ტონკად" იღადაო, მაგრამ გეტყობა, რომ მაინც რაღაცის შიში გაჩერებს, ამიტომაც "ისე რა" ხუმრობა გამოგდის.

„მონსენიორ" გირჩს ამაზე ლუკას სახარება პასუხობს: "ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით". არც ძველ აღთქმას აუვლია გვერდი "მონსენიორ" გირჩისთვის - "იგავნი სოლომონისანი" სწორედ მას მიმართავენ: "რაღა ცეცხლის, ისრების და სიკვდილის მსროლელი ოინბაზი, და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და ეუბნება, გეხუმრებიო".

რა თქმა უნდა, ეკლესიასტეც გვახსოვს: „ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა" - რომელ ჟამშია ამჟამად თავად "მონსენიორი", ამას დრო გვიჩვენებს. სოლონონის იგავნი აქაც აფრთხილებენ მას და არჩევანის საშუალებასაც აძლევენ: "ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის" და იქვე - "სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე"… - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი