დავით ქართველიშვილი „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: დაფუძნების სტადიაზე თუ გიჭირს, ქვეყნის მართვის პრეტენზიაზე რაღა მოგახსენოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
443 08 აპრილი 2024, 19:55
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება იმ ინფორმაციას, რომ „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია გააუქმა.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, თუ „ალტ-ინფომ“ იმ მარტივი დეტალების გათვალისწინება ვერ მოახერხა, რაც პარტიის დარეგისტრირებას სჭირდება, ქვეყნის მართვაზე პრეტენზია მით უმეტეს არ უნდა ჰქონდეს. 

„ხალხის ძალის“ პარტიად დარეგისტრირების დროს ყველა დეტალი გავითვალისწინეთ: დამფუძნებელთა კრება (ყრილობა), დელეგატების სიების შედგენა, წესდების წარდგენა, პოლიტსაბჭოს არჩევა, ლოგოს დამტკიცება, მოწვეული ნოტარიუსი და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურაა მთელს მსოფლიოში. არა მგონია, გვატყუებდეს ვინმე, მაგრამ დავიჯერო, „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა დამფუძნებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, წესდებას მხოლოდ კრების თავმჯდომარემ მოაწერა ხელი, ყრილობის წევრთა სია მათ პირად მონაცემებს არ მოიცავდა, წესდებაში და თანდართულ დოკუმენტაციაში „არაერთგვაროვან“ სახელწოდებებს ჰქონდა ადგილი, პარტიის ლოგოს ესკიზი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აცდენილი იყო, ხელმძღვანელ ორგანოდ პარტიის ყრილობა არ განისაზღვრა, წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა და ა.შ.? იმედია, ქართულად, მამა-პაპურად მაინც აღნიშნეს პარტიის დაფუძნება. ჩვენ ესეც ვერ მოვახერხეთ - დიდი მარხვის პირველი დღე იყო. სამაგიეროდ - პარტია ვართ. მოკლედ, მიძნელდება კომენტარის გაკეთება. დაფუძნების სტადიაზე თუ გიჭირს, ქვეყნის მართვის პრეტენზიაზე რაღა მოგახსენოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი