თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე: ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეა და სამაგალითოდ უნდა გაფარჩაკდეს - ვინც მის გუნდშია, არავის გააჩნია ღირებულებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
444 09 აპრილი 2024, 17:24

გვარამიასთან თანამშრომლობას მთავაზობთ? მაგ კაცმა მიშას ბრძანებით და რუსთავი ორის გამოყენებით (სანამ გოიმურად დაკარგავდა) პოლიტიკური სპექტრი შინაარსისგან დაცალა და მედიის თავისუფლება დაასამარა იმით, რომ სააკაშვილის მორჩილების ნიშნით არჩია სპიკერები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, გვარამია ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეა და ვინც მის გუნდშია, არავის გააჩნია ღირებულებები. შესაბამისად, მისი თქმით, გვარამიასთან თანამშრომლობა სირცხვილია.

„გვარამიასთან თანამშრომლობას მთავაზობთ? მაგ კაცმა მიშას ბრძანებით და რუსთავი ორის გამოყენებით (სანამ გოიმურად დაკარგავდა) პოლიტიკური სპექტრი შინაარსისგან დაცალა და მედიის თავისუფლება დაასამარა იმით, რომ სააკაშვილის მორჩილების ნიშნით არჩია სპიკერები. ეგ კაცი არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და სამაგალითოდ უნდა გაფარჩაკდეს რომ სხვა ორჯერ დაფიქრდეს, სანამ იმას იკადრებს რაც ამ უტვინო ქაჯმა იკადრა. აბსოლუტურად ყველა, ვინც მის გუნდში ყოფნას კადრულობს არის უტვინო მცოცავი და ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს თავის ცხოვრებაში, გარდა კლოუნობისა. ვინც მის გუნდშია, არავის გააჩნია ღირებულებები. მათი მოტივაცია ცოცვაა და მათთან თანამშრომლობა სირცხვილია." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი