გია აბაშიძე: 'ნაცენჯეოები' არიან ის Facebook-ჟანდარმები, რომელთა დამახინჯებული წერილებით, Facebook ბლოკავს ნაცსექტისთვის მიუღებელ აზრს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
420 11 აპრილი 2024, 22:02
იცნობდეთ, ამათი 'ნაცენჯეოები' არიან ის Facebook-ჟანდარმები, რომელთა დამახინჯებული წერილებით, Facebook ანუ Meta ბლოკავს ნაცსექტისთვის მიუღებელ აზრს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე აზიარებს “იმედის” სიუჟეტს, სადაც საუბარია გამჭვირვალობის შესახებ გავრცელებული საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის უკან მდგომ პირებზე და ორგანიზაციებზე.

“იცნობდეთ, ამათი 'ნაცენჯეოები' არიან ის Facebook-ჟანდარმები, რომელთა დამახინჯებული წერილებით, Facebook ანუ Meta ბლოკავს ნაცსექტისთვის მიუღებელ აზრს
ვინ დგას სოციალურ ქსელში გამჭვირვალობის შესახებ გავრცელებული საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის უკან? კომპანია „მეტა” ოფიციალურ წერილს ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის უკან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „ფაქტ-ჩეკი” და „მითების დეტექტორი” დგანან. 

სამივე ორგანიზაციას კი სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ. ესენი არიან: სერგი კაპანაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინა ბუჯალიანი, თამარ კინწურაშვილი, ელენე ხოშტარია, შოთა უტიაშვილი და პაატა გაფრინდაშვილი. 
მესამე სექტორის ნაწილი „ქრონიკის“ კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი