დავით ქართველიშვილი: ვერც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
413 14 აპრილი 2024, 10:52
როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობს ევროპულ და კერძოდ, გერმანულ ბიუროკრატიაზე, ის, მათ შორის, გულისხმობს იმასაც, რომ ძალიან ცუდია, როდესაც გერმანიის კანცლერის ბრიფინგის თარჯიმნად ირჩევენ სსრკ კომუნისტური პარტიის საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორის, ნიკო ანდრონიკაშვილის ვაჟს, რომელიც КГБ-ს საუკეთესო ტრადიციებში ატარებს ბანალურ სპეცოპერაციას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 

მისი თქმით, დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის გამო არაპროგნოზირებული ვითარების თუ სხვა უამრავი გარემოებების გამო, ვერც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს.

„ძალიან უხერხულია, ასევე, როდესაც გერმანული ბიუროკრატია არ აწვდის კანცლერს დადასტურებულ ინფორმაციას იმავე საფრანგეთზე, სადაც აუცილებლად იქნება მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ მაშინ, როდესაც გერმანიის პირველი პირი აცხადებს, რომ „ჩვენ ამას არ დავუშვებთ". ეს კანონი მიღებული იქნება მათ შორის 2022-2023 წ.წ. საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიშის გამო.

ამ დოკუმენტში უცხოური გავლენების „ჯაშუშურ" რისკ-ფაქტორებად რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, პირდაპირ არის ნახსენები აშშ, თურქეთი, ირანი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი - მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ - ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროების თვალსაზრისით, სადაც „მოკავშირე არ უდრის მეგობარს". დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ აშშ ხშირად არ იქცევა როგორც საფრანგეთის მეგობარი, სხვადასხვა მეთოდს იყენებს მონაცემების მოსაპოვებლად და საფრანგეთის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად.

„საგარეო ჩარევა სულ უფრო დაუბრკოლებლად ხდება და ეხება საქმიანობის ყველა სექტორს, დემოკრატიული ცხოვრებიდან ეკონომიკურ ცხოვრებამდე, კვლევის სამყაროდან ციფრულ სივრცეებამდე. ისინი მრავალ ფორმას იღებენ: დეზინფორმაციული ოპერაციები, კიბერშეტევები, ჯაშუშობა, ექსტერიტორიულობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შესაძლებლობები, კორუფცია, ღალატი და ა.შ.“ - აღნიშნულია საფრანგეთის დაზვერვის ანგარიშში.

ამიტომ, „გამჭვირვალობის" შესახებ კანონს აუცილებლად მიიღებენ საფრანგეთში, ისევე, როგორც - საქართველოში. დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის გამო არაპროგნოზირებული ვითარების თუ სხვა უამრავი გარემოებების გამო, ვერც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფაქტორი ვერ დაუშლის საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი