გია აბაშიძე ალეკო ელისაშვილზე: ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც „ლელოში“ თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფ სხვა ნაცპარტიაში სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
404 15 აპრილი 2024, 16:45

ალეკო ელისაშვილის დანაშაულზე რომ ვთქვა არაკაცობაა, რბილად ნათქვამი იქნება. ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც „ლელოში" თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფი სხვა ნაცპარტიაში სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს. პოლიტიკურ კულუარებში არაფერი იმალება, ყველაფერია ცნობილი, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს.

ანალიტიკოსი „ქართული ოცნების" აღშფოთებულ გულშემატკივრებს სთხოვს, რომ ძალადობას ძალადობით არ უპასუხონ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ცხოვრების წესი და მმართველი გუნდის მხარდამჭერები რადიკალურად განსხვავდებიან „ნაცნაძირლებისგან“.

„ალეკო ელისაშვილის დანაშაულზე რომ ვთქვა არაკაცობაა, რბილად ნათქვამი იქნება. ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც "ლელოში" თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფი სხვა ნაცპარტიაში სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს. პოლიტიკურ კულუარებში არაფერი იმალება, ყველაფერია ცნობილი. ძალიან ვთხოვ, "ქართული ოცნების" აღშფოთებულ გულშემატკივრებს ძალადობას არ უპასუხონ ძალადობით, რადგან ეს არაა დემოკრატიული ცხოვრების წესი და მმართველი გუნდის მხარდამჭერები რადიკალურად განვსხვავდებით ნაცნაძირლებისგან“, - წერს აბაშიძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი