გია აბაშიძე: საქართველო ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მიიღოს, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს, მითუმეტეს, რომ მოწოდება მოდის აშშ-დან, სადაც უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
429 16 აპრილი 2024, 11:55

ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი "ექსპერტ-არასამთავრობოების" ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სანქცირებულ მოსამართლეებზე.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველო არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ., მითუმეტეს, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს.


„ვიზებით უსაფუძვლოდ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ბოლო განცხადებაზე:
გრძელდება ის არაადეკვატური დამოკიდებულება საქართველოსადმი, რასაც ეწოდება "NGO Georgia". ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ.
ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი "ექსპერტ-არასამთავრობოების" ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი.
მოცემულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს.
ამ გზავნილით მე და თანამოაზრეები ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ისეთივე "ანტიამერიკელები" ვართ, როგორც აშშ-ის ის მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალური ვაშინგტონის რიგ უსამართლო პოლიტიკებს თავისუფლად აკრიტიკებენ“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი