სოზარ სუბარი: პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა მინიმალურია, ქართული სასამართლო კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 16 აპრილი 2024, 13:39
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ეხმიანება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ისინი უნდა დასაჯოს.
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიუხედავად ხელისუფლების არაერთი მოთხოვნისა, ამერიკულმა მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება ამ მოსამართლეების რაიმე სახის დანაშაულისა, რის გამოც მოხდა მათ სანქცირება. ამასთან, თვალსაჩინოებისთვის სოზარ სუბარი აქვეყნებს ქართული და ამერიკული სასამართლოს ნდობის რეიტინგებს.
„გუშინ ღამით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მორიგი დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, როგორც პატრონმა მონას, ვასალმა ყმას, სწორედ ამ ტონალობაში მოგვიწოდა დავიჭიროთ და დავსაჯოთ ქართველი მოსამართლეები, რომელთა დანაშაულის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენაზე უარს გვეუბნებიან, რადგან ასეთი მტკიცებულება უბრალოდ არა აქვთ.
ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია, თუმცა წინა ელჩმა, კელი დეგნანმა ამრეზით გვიპასუხა - ინფორმაცია ღია წყაროებში მოიძიეთო. ეს არაავთენტური, მაგრამ კოორდინირებული შეტევა ქართულ სასამართლოზე გრძელდება, თუმცა პატივცემულ მილერს და ქართული სასამართლოს „დაუძინებელ მეგობრებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ქვეყანაში ამ ინსტიტუციის მიმართ ნდობა მინიმალურია, რასაც მათ მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს. ამ ფონზე, ქართული სასამართლო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს და 2012 წლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად გაჯანსაღებულია. ამ ყველაფერმა ერთი ქართული გამონათქვამი გამახსენა - „სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ, ხოლო საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“... -წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი