დავით ქართველიშვილი: უკრაინის ტელევიზიამ საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სიცრუე გაავრცელა - ეს გასაკვირი არ არის, რადგან მათმა ხელისუფლებამ ობიექტური ტელეარხები მოსპო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
367 16 აპრილი 2024, 15:06
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს, რომ უკრაინის ტელევიზიამ გამჭვირვალობის შესახებ საქართველოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაავრცელა.
დავით ქართველიშვილის თქმით, ეს გასაკვირი არ არის, რადგან უკრაინის ხელისუფლებამ ობიექტური ტელეარხები მოსპო.
„რადგანაც ობიექტური ტელეარხები უკრაინამ მოსპო, მას შერჩა მხოლოდ საზოგადოებრივი დეზინფორმაციული მაუწყებელი, რომლის მიხედვით ჯერ კიდევ კვდება „ზეკების" გარემოცვაში მყოფი უკრაინის მოქალაქე, ხოლო „რუსული ოცნება" თურმე, აი, რა სახის „რუსულ კანონს" იღებს: „Согласно документу, регистрировать иностранных агентов будет прокуратура, а не Служба государственного регистра. Если закон будет принят, он повлечет за собой лишение свободы на срок до пяти лет для физических лиц и штраф в размере от 10 до 15 тысяч грузинских лари (3163-4744 евро) для юридических лиц.“ სულ ორი წინადადებაა. ორივე არის ფეიკი, სიცრუე და ცილისწამება. უკრაინაში დღეს მხოლოდ ერთი „ჭეშმარიტებაა" ლიცენზირებული - მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმის მიღების დროს იენს სტოლტენბერგი როგორ განაცხადებს NATO-ს რიგებში უკრაინის საზეიმო მიღების თაობაზე“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი