ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალების მოქმედებები, დაწყებული ელისაშვილის მუხანათობით დამთავრებული მომიტინგეების მიერ გუშინდელი გამოხტომებით, ღრმად მწამს, რომ რეპეტიცია და ერთგვარი ვარჯიშია არჩევნების დროს სიტუაციის გამწვავებისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
377 16 აპრილი 2024, 16:00

არავინ ოპოზიციიდან, არავინ რადიკალებიდან და არც მათი მედია საშუალებიდან არათუ ბოდიშს იხდის, არც გმობს ელისაშვილის მუხანათურ თავდასხმას მამუკა მდინარაძეზე. გმობს კი არა, ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც სურათებიც კი გადაიღეს, მერე საქციელიც კი მოუწონეს მას. ცოტაც და ველოდებოდი სალომე ზურაბიშვილი რომელიმე ორდენზე თუ არა მედალზე მაინც წარადგენდა ელისაშვილს, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ყველაფერი დაგეგმილი ყოფილა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არჩევნების შემდგომი არეულობისთვის ერთგვარი რეპეტიციაა. ექსპერტის თქმით, ხელისუფლების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას, მათ შორისაა "გამჭვირვალობის კანონის" მიღება, საინფორმაციო კამპანიის წარმოება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და რადიკალების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შემუშავება.

"გუშინ რაც მოხდა, ალბათ დიდხანს გვემახსოვრება, როგორც ლაქა ქართულ პოლიტიკაში. ლაქა დიდხანს რჩება, როდესაც ადამიანი არ ცდილობს მის გაწმენდა, ზუსტად ასეა, როდესაც არავინ ოპოზიციიდან, არავინ რადიკალებიდან და არც მათი მედია საშუალებიდან არათუ ბოდიშს იხდის, არც გმობს ელისაშვილის მუხანათურ თავდასხმას მამუკა მდინარაძეზე. გმობს კი არა, ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც სურათებიც კი გადაიღეს, მერე საქციელიც კი მოუწონეს მას. ცოტაც და ველოდებოდი სალომე ზურაბიშვილი რომელიმე ორდენზე თუ არა მედალზე მაინც წარადგენდა ელისაშვილს. ახლა ირკვევა, თურმე ეს ყველაფერი დაგეგმილი ყოფილა, აგერ ვიღაც ლგბტ პრაიდში თურმე იძლეოდა ინსტრუქციებს ასე და ასე უნდა ვქნათო, როგორც ჩანს შემსრულებელიც შეურჩევიათ...

ახლა კი ისევ უმთავრესზე უნდა გადავიდე: რადიკალების ეს მოქმედებები დაწყებული ელისაშვილის მუხანათობით დამთავრებული მომიტინგეების მიერ გუშინდელი გამოხტომებით, ღრმად მწამს, რომ რეპეტიციაა და ერთგვარი ვარჯიშია არჩევნების დროს სიტუაციის გამწვავებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ გუშინაც, სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი იაფფასიანი რადიკალი ცდილობდა სიტუაციის უფრო დაძაბვას, აშკარად გამოჩნდა, რომ უცხოელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა არც პოლიტიკური და არც ფინანსური მათ არ ჰქონდათ. გასათვალისწინებელია, რომ მათ ეს მხარდაჭერა (ორივე სახის) არა თუ სავარაუდოდ, არამედ აუცილებლად გაეზრდებათ არჩევნების პერიოდში!

მანამდე კი ხელისუფლების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას:

- გამჭვირვალობის კანონის მიღება
- საინფორმაციო კამპანიის გაშლა როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში
- ლობისტურ ორგანიზაციებთან მუშაობა
- რადიკალების წინააღმდეგ წინასწარ პრევენციული ღონისძიებები შემუშავება

ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, მოწინააღმდეგე ძალიან მუხანათი და ყველაფერზე წამსვლელია, ისე როგორც გუშინ საკომიტეტო მოსმენის დროს. ველოდით გუშინ იმას რაც მოხდა? ალბათ, ყველა იტყვის რომ არ არ ველოდითო. ძალიან ცუდია, რომ არ ველოდით! კიდევ ერთხელ ამათგან ყველაფერს უნდა ელოდე, არც არანაირი მუხანათობა და პროვოკაცია გაგვიკვირდეს, ამიტომ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ, თავი დავაღწიოთ მუდმივ თავდაცვის რეჟიმში ყოფნას, საჭირო და შესაბამის დროს კი აუცილებლად შეტევაზეც უნდა გადავიდეთ!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი